ვეზუვის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბრძოლა ვეზუვის მთასთან
ლათინური ომის ნაწილი
თარიღი ძვ. წ. 340
მდებარეობა ვეზუვისთან
შედეგი რომაელთა გამარჯვება
მხარეები
რომის რესპუბლიკა ლათინები
მეთაურები
პუბლიუს დეციუს მუსი, ტიტუს მანლიუსი -

ბრძოლა ვეზუვის მთასთან — ბრძოლა რომაელებსა და ლათინებს შორის. გაიმართა ლათინური ომის პირველ წელს.

რომაული და ლათინური ლეგიონები კაპუასთან დაბანაკდნენ. ღამით კონსულებმა ტიტუს მანლიუსმა და პუბლიუს დეციუს მუსმა ერთი და იგივე სიზმარი ნახეს, მათ გამოეცხადათ ღმერთი და უთხრა რომ ერთი ჯარის მხედართმთავარი და მეორე ჯარი ქვესკნელის ღმერთებს უნდა შეეწიროს მსხვერპლად.

კონსულები შეთანხმდნენ, რომ ის შეწირავდა თავს მხვერპლად, რომლის ჯარი პირველი დაიწყებდა დახევას. ამის შემდეგ მათ ლეგატები და ტრიბუნები გააფრთხილეს, რათა კონსულის ნებაყოფლობით დაღუპვას მეომართა სიმტკიცე არ გაეტეხა.

ბრძოლის წინ კონსულებმა მსხერპლშეწირვა მოაწყეს. მანლიუსის მსხვერპლი უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე დეციუსის, ამაზე დეციუსმა თქვა: "რადგან ჩემს კოლეგას კარგად წაუვა საქმე, ესე იგი ყველაფერი კარგადაა".

ბრძოლა დაიწყო. მანლიუსი მარჯვენა ფრთას უძღვებოდა, დეციუსი მარცხენას. თავიდან ორივე მხარეს ძალთა თანაფარდობა იყო, შემდეგ მარცხენა ფრთაზე რომაელებმა დახევა დაიწყეს. ამ დროს პუბლიუს დეციუსმა დაუძახა პონტიფიკუსს და სთხოვა შეესრულებინა მისივე მსხვერპლად შეწირვის რიტუალი. პონტიფიკუსმა მარკუს ვალერიუსმა ტოგა პრეტექსტა თავზე მოიხვია, შუბზე დადგა, ხელით ნიკაპს შეეხო და წარმოთქვა შესაბამისი ლოცვა.

ამის შემდეგ დეციუსმა მანლიუს გაუგზავნა ლიქტორები იმის გადასაცემად რომ იგი თავს მსხვერპლად წირავს, ამხედრდა ცხენზე და შეიჭრა მტრის რიგებში. მას ორივე ლაშქრობა კარგად ხედავდა ლათინები კი ამ საქციელმა დააფრთხო პირველ წუთებში, შემდეგ კი ისინი ერთიანად ეძგერნენ კონსულს.

რომაელებმა სძლიეს ლათინებს ვეზუვისთან ბრძოლაში. იმ საღამოს პუბლიუს დეციუსის ცხედრის აღმოჩენა ვერ მოხერხდა, იგი მხოლოდ მეორე დილას იპოვეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]