ვეზირ ორუჯოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვეზირ ორუჯოვი
Vəzir Orucov.jpg
მშობლიური სახელი Vəzir Orucov
დაბადების თარიღი 26 დეკემბერი 1956
ტერტერი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
გარდაცვალების თარიღი 22 მარტი, 1993 (36 წლის)
აღდერე, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი
გარდაცვალების მიზეზი მოკლული
დაკრძალულია გმირთა ხეივანი, ბაქო, აზერბაიჯანი
40°21′41″N 49°49′16″E / 40.361320° ჩ. გ. 49.821174° ა. გ. / 40.361320; 49.821174
მოქალაქეობა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
ქვეშევრდომობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
შვილ(ებ)ი ჯამალ ორუჯოვი
მშობლები მამა: სურხაი ორუჯოვი
დედა: მაჰი ორუჯოვა
ჯილდოები
აზერბაიჯანის ეროვნული გმირის ორდენი
ბრძოლები ყარაბაღის ომი

ვეზირ სურხაის ძე ორუჯოვი (აზერ. Vəzir Surxay oğlu Orucov; დ. 26 დეკემბერი 1956, ტერტერი, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ – გ. 22 მარტი 1993, აღდერე, მთიანი ყარაბაღი, აზერბაიჯანი) — აზერბაიჯანელი სამხედრო მოღვაწე, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული გმირი, ყარაბაღის ომის მონაწილე.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვეზირ ორუჯოვი 1956 წლის 26 დეკემბერს, ტერტერის რაიონის სოფელ ხორუზლოში დაიბადა. მანამდე, 1949 წელს, ორუჯოვის მამა სურხაი, სომხეთის ისტორიულ დარალიაზის ოლქიდან დეპორტირებული იყო.[1] საშუალო განათლება ხორუსლოს სოფლის სკოლაში მიიღო, რის შემდეგ, 1974 წელს ბაქოს მსუბუქი მრეწველობის ტექნიკუმში ჩააბარა. 1975 წელს, სამხედრო სამსახურში გაიწვიეს, საიდანაც 1977 წელს გათავისუფლების შემდეგ, გააგრძელა პროფესიული განათლების მიღება. 1984 წელს, ორუჯოვი საცხოვრებლად რუსეთის არხანგელსკის ოლქის ქალაქ ბელკოვოში გადავიდა.[2]

ყარაბაღის ომში ჩართვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს, ხოჯალის გენოციდის გაგების შემდეგ, აზერბაიჯანში დაბრუნდა და ტერტერის თვითდაცვის ბატალიონში გაწევრიანდა.[2] ბატალიონში რიგითი ჯარისკაცად გაწევრიანების მიუხედავად, მისი საბრძოლო წვლილისა და ტექნიკის გამო, მალევე ბატალიონის მეთაურის თანამშემწედ დანიშნეს. ბრძოლის პირველივე დღეს, მძევლად აყავს სომეხი ჯარისკაცი.

1992 წელს, ორუჯოვი „სერსენგის წყალსაცავის“ გათავისუფლებაში მონაწილეობდა, სადაც თავის დაზვერვის ჯგუფთან ერთად მოქმედებდა. წყალსაცავის გათავისუფლებისას, სომხების „არაბოს“ ქვედანაყოფი გაანადგურეს, რის შედეგად, სომხეთში 3 დღიანი გლოვა გამოცხადდა.[3]

1992 წელს, საავადმყოფოში მკურნალობის შემდეგ, 2 ნოემბერს ბრუნდება საბრძოლო ველზე, თუმცა, 11 დეკემბერს, თავისი დაბადების დღის აღსანიშვავად, უკან არხანგელსკში ოჯახთან მიდის.

სიკვდილი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წლის 22 მარტს, საბრძოლო თვალსაზრისით სტრატეგიული სიმაღლის, კერძოდ „გლობუსის“ აღებისას, გმირულად დაიღუპა.

ვეზირ ორუჯოვი, ბაქოს გმირთა ხეივანშია დაკრძალული.[4]

მემკვიდრეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წელს, ქალაქ ტერტერის ვეტერანთა ბაღში მისი ბიუსტი დადგეს, ხოლო იმავე წლის 3 ივლისს, ტერტერის ერთ-ერთ ქუჩას, მისი სახელი დაარქვეს.

1993 წლის 27 მარტს, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ბრძანებით, მას აზერბაიჯანის ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.[5]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Невзоров: «Самый смелый человек, которого я когда-либо знал, был азербайджанцем»
  2. 2.0 2.1 Zahidoğlu, Teymur. Gecikmiş vertolyot, qan içində qoşa çarpayı, Novruz Bayramına şəhid payı. news.lent.az. ციტირების თარიღი: 29 December 2015.
  3. “Sərdar Həmidovun sayəsində Ermənistan 3 gün matəm elan etdi” – Milli Qəhrəmandan AÇIQLAMA. yknews.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 iyun 2016. ციტირების თარიღი: 17 iyun 2016.
  4. Kazımova, Solmaz. Qəhrəmana bərabər qəhrəman... – MÜSAHİBƏ - FOTO. news.lent.az. ციტირების თარიღი: 29 December 2015.
  5. Milli qəhrəman Eldar Həsənov və Vəzir Orucovun doğum günüdür. salamnews.org. ციტირების თარიღი: 29 December 2015.