ვედრო
გარეგნობა
ვედრო[1][2] (რუს. ведро) — ჭურჭელი ცილინდრული ან წაკვეთილი კონუსის მოყვანილობისა (რკალისებური სახელურის მქონე). იყენებენ სითხის (ან ფხვიერი) რისამე გადასატანად ან შესანახად.
ვედრო ასევე წამოადგენდა სითხის საზომ ერთეულს (დაახლოებით 12.3 ლიტრი).
ნიგა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნიგა||ნოგა (სამეგრ. იმერ.) — პირგანიერი, მრგვალი, ფსკერჩადგმული ხის ჭურჭელი. მუცლის ქვემოთ ორმაგი სალტეთი გამაგრებული. კიდეებში ნახვრეტები აქვს, სადაც მორკალული სახელურის თავებია გაყრილი. იხმარება წველის დროს რძის ჭურჭლად. იყო „ტუჩიანი“ და „უტუჩო“ სარძევე ნიგები. ძირითადად მწყემსები ამზადებდნენ.
სათლი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სათლი[3] (არაბ. სპ.) — ტოლჩა, საკიდარი ქვაბი, ვედრო.