ვედრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვედრი (შევედრება-მინდობა, რწმუნება, მიბარება) — შენახვის ხელშეკრულების ობიექტი, ანაბარი ძველ ქართულ სამართალში. დაახლოებით ამასვე ნიშნავდა და ვედრთან ერთად იხმარებოდა ნამარხევი (დამარხვა, ე. ი. შენახვა). ვედრად შეიძლებოდა დადებულიყო ყოველგვარი მოძრავი თუ უძრავი ქონება, კერძოდ, ფული და ყმა-მამული, ასევე წერილობითი საბუთიც. XIII საუკუნეში არაბულიდან შემოსული ამანათიც, მაგრამ შევედრება და ვედრი კიდევ დიდხანს (XVII ს.) გვხვდება, მეტადრე ლიტერატურაში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ჯავახიშვილი ივ., ქართული სამართლის ისტორია, წგნ. 2, ნაკვ. 2, ტფ., 1929, გვ. 466-468