ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვდოვიჩენკოვი, ვლადიმერ)
ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი

ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი 2017 წელს
დაბადების თარიღი 13 აგვისტო, 1971
გუსევი, სსრკ
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1997 წლიდან დღემდე
მშობლები მამა: ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი
დედა: სვეტლანა ლეონოვა

ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი (რუს. Вдовиченков, Владимир Владимирович; დ. 13 აგვისტო, 1971, გუსევი, კალინინგრადის ოლქი, სსრკ) — რუსი თეატრისა და კინოს მსახიობი. რუსეთის ფედერაციის დამსახურებული არტისტი (2012).

ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი დაიბადა 1971 წლის 13 აგვისტოს რუსეთის კალინინგრადის ოლქის ქალაქ გუსევში, სადაც სკოლის დამთავრებამდე ცხოვრობდა. ბავშვობაში კრივით იყო დაკავებული. 1989 წელს დაამთავრა კრონშტადტის 42-ე საზღვაოსნო სკოლა და ოთხი წელი მსახურობდა ჩრდილოეთისა და ბალტიის ფლოტში. ბავშვობიდანვე უყვარდა კინო და ცდილობდა ჩაებარებინა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მოსამზადებელ კურსებზე ყოფნისას ოფიციანტად მუშაობდა, ხოლო შემდეგ ადმინისტრატორად კლუბ-რესტორანში. 1997 წელს ჩააბარა სრულიად რუსეთის კინემატოგრაფიის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გიორგი ტარატორკინის სახელოსნო), რომელიც 2001 წელს დაამთავრა.

ჯერ კიდევ როგორც მომავალ სტუდენტს იღებდნენ კინოში, მუსიკალურ კლიპებსა და სარეკლამო რგოლებში. მეოთხე კურსზე ყოფნისას რეჟისორმა ალექსეი სიდოროვმა ვლადიმერ ვდოვიჩენკოვი დაამტკიცა ერთ-ერთ მთავარ როლზე ტელესერიალში „ბრიგადა“. ფილას როლმა ვდოვიჩენკოვს ფართო აღიარება მოუტანა. 2002 წლიდან ვახტანგოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის ჯგუფშია. 2003 წელს ითამაშა ფილმში „ბუმერი“, ხოლო 2006 წელს ფილმში „ბუმერი. ფილმი მეორე“. მონაწილეობა მიიღო აგრეთვე ფილმებში: „პარაგრაფი 78“, „ტარას ბულბა“, „თუ მეყვარებოდი“, „ლევიათანი“ და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]