ვა-ბანკი (გადაცემა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვა-ბანკი (ტელეგადაცემა, 2008))
ვა-ბანკი

„ვა-ბანკის“ ლოგო
ავტორი მიშა მშვილდაძე
რეჟისორი პაპუნა ჩადუნელი
წამყვანი მიშა მშვილდაძე
დუტა სხირტლაძე
ქვეყანა საქართველო
ენა ქართული
სეზონი 1
წარმოება
აღმასრულებელი პროდიუსერ(ებ)ი დემნა ჯაფარიძე, გიორგი ხაბურძანია
პროდიუსერ(ებ)ი თეა ყიფშიძე
მონტაჟი თემურ ჭარელაშვილი, ვასილ მაღრაძე
ოპერატორი პაატა ჟღენტი, პაატა ფირანიშვილი, სოსო ყიფიანი, კახაბერ შენგელია, ამირან ყანჩაველი, აჩიკო ოქრომჭედლიშვილი
რედაქტორ(ებ)ი რუსუდან გამყრელიძე
ხანგრძლივობა 50 წუთი (რეკლამებით)
ეთერი
ორიგინალური არხი რუსთავი 2
ეთერში 11 ნოემბერი, 200823 ივნისი, 2009

ვა-ბანკი — ქართული აზარტული ტელეგადაცემა, რომელიც რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა 2008 წლის 11 ნოემბრიდან 2009 წლის 23 ივნისამდე და წარმოადგენდა ამერიკული გადაცემა Deal or No Deal-ის ქართულ ვერსიას. გადაცემას მიშა მშვილდაძე უძღვებოდა.

„ვა-ბანკში“ გამოყენებული მუსიკა, ისევე როგორც სხვა ატრიბუტები, ამერიკული ანალოგის მსგავსია. გადაცემაში წარმოდგენილია 26 მოდელი; თითოეულ მათგანს უჭირავს პორტფელი, რომელშიც დევს პრიზები 0.01 ლარიდან – 50 000 ლარამდე.

2009 წლის 3 თებერვალს ფეხბურთელებმა, რეზო და არჩილ არველაძეებმა მოიგეს პორტფელში არსებული უმაღლესი პრიზი.

პორტფელების ღირებულება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

0.01 ლარი 1,000 ლარი
1 ლარი 1,500 ლარი
5 ლარი 2,500 ლარი
10 ლარი 3,000 ლარი
25 ლარი 4,000 ლარი
50 ლარი 5,000 ლარი
100 ლარი 6,000 ლარი
150 ლარი 7,500 ლარი
200 ლარი 10,000 ლარი
300 ლარი 15,000 ლარი
400 ლარი 20,000 ლარი
500 ლარი 30,000 ლარი
750 ლარი 50,000 ლარი