შინაარსზე გადასვლა

ვაჰან კერობიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვაჰან კერობიანი
სომხეთის ეკონომიკის მინისტრი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა26 ნოემბერი, 2020
პრემიერ-მინისტრი  ნიკოლ ფაშინიანი
წინამორბედიტიგრან ხაჩატარიანი

დაბადებული1 ოქტომბერი, 1976 (1976-10-01) (48 წლის)
ერევანი, სომხეთის სსრ, სსრკ
განათლებაერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ვაჰან კერობიანი (დ. 1 ოქტომბერი, 1976, ერევანი) — სომეხი პოლიტიკოსი, პროფესიით მათემატიკოსი. 2020 წლის 26 ნოემბრიდან არის სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრი.

ვაჰან კერობიანი დაიბადა 1976 წლის 1 ოქტომბერს, ერევანში. 1993-1998 წლებში სწავლობდა ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათემატიკის ფაკულტეტზე. სწავლა დაამთავრა მათემატიკოსის კვალიფიკაციით. 1996-1997 წლებში იყო შპს „Arminco“-ს კომპიუტერული სისტემების ინჟინერი. 1997-1998 წლებში მთავრობასთან დაკავშირებული საინფორმაციო და საგამომცემლო სააგენტოს ქსელის ინფორმაციის სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 1998 წელს Hayastan-ის საყოველთაო სომხური ფონდის აღმასრულებელი საბჭოს გამოთვლითი სამმართველოს მთავარი სპეციალისტი. 1998-1999 წლებში Trustbank CJSC-ის ტექნოლოგიების განვითარებისა და ანალიზის დეპარტამენტის სპეციალისტი. 1999-2004 წლებში იყო სომხეთის ბანკის სავაჭრო-სესხების განყოფილება, სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი და დეპარტამენტის უფროსი. 2005-2006 წლებში „Valletta LLC“-ის პროექტის მენეჯერი. 2006-2012 წლებში „Star Divide CJSC“-ის აღმასრულებელი დირექტორი. 2012-2020 წლებში იყო Menu Group - Menu Group UK Ltd-ის დამფუძნებელი და დირექტორი. 2016 წელს მან გახსნა კომპანიის ქვედანაყოფი ბელარუსში. ბელარუსში ასევე აფინანსებდა ბელარუსული ენის კურსებს. 2020 წელს მან დატოვა ბიზნესი. 2020 წლის 26 ნოემბერს დაინიშნა სომხეთის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე. ერთ-ერთი სომხური გამოცემის ცნობით, მისი თანამდებობაზე დანიშვნა სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინადადებით მოხდა. [1] კერობიანმა თანამდებობაზე ჩაანაცვლა ტიგრან ხაჩატრიანი, რომელმაც თანამდებობა 2020 წლის 24 ნოემბერს, ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე დატოვა. [2]

კერობიანი თავისუფლად ფლობს ინგლისურ და რუსულ ენებს. 2019 წლიდან არის სომხეთის მწარმოებელთა და მრეწვეელთა კავშირის წევრი, 2020 წლიდან მანტაშოვის ბიზნეს კლუბის წევრი, ამავე წლიდან აგრეთვე არის სომხეთის დირექტორთა ასოციაციის წევრი. არის შეიარაღებული ძალების წევრი. მინიჭებული აქვს რიგითი ჯარისკაცის რანგი. მთიანი ყარაბაღის ომის დაწყების შემდეგ კერობიანი მოხალისედ წავიდა ფრონტზე. ომის დამთავრების შემდეგ მან მიიღო შეთავაზება, რომ გამხდარიყო ოფიციალური პირი

კერობიანს ჰყავს მეუღლე, ორი ქალიშვილი და სამი ვაჟი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]