ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია
წარადგენს საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭო
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ადგილმდებარეობა თბილისი
პირველად გადაეცა ლევან მარუაშვილი (1977)

ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემია — პრემია გეოგრაფიის დარგში, რომელიც დაარსდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს მიერ 1973 წლის ოქტომბერში, ვახუშტი ბაგრატიონის სახელის უკვდავსაყოფად. პრემია ენიჭებოდა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების სამეცნიერო საბჭოს მიერ გეოგრაფიული მეცნიერების სხვადასხვა დარგში უმნიშვნელოვანეს პრობლემებზე შესრულებული საუკეთესო შრომისათვის; იგი ხელს უწყობდა მეცნიერების შემდგომ განვითარებას და წარმოადგენდა ქართული გეოგრაფიის დიდ შენაძენს. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის პირველი ლაურეატი იყო პროფესორი ლევან მარუაშვილი, რომელსაც პრემია 1977 წელს გადაეცა. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ორგზის ლაურეატი იყო პროფესორი დავით უკლება, რომელსაც აღნიშნული პრემია პირველად 1987 წელს მიენიჭა, ხოლო მეორედ 1993 წელს. სხვადასხვა დროს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის პრემიის ლაურეატები იყვნენ აგრეთვე: ვახტანგ ჯაოშვილი (1993), ვაჟა ნეიძე (1993), გივი სვანიძე (1982), გრიგოლ ხმალაძე (1982), რევაზ გაჩეჩილაძე (2010).[1][2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. კობა ხარაძე (2019). რედ. ზურაბ სეფერთელაძე: ბუნების დაუღალავი მკვლევარი : დავით უკლება. თბილისი: შპს „სვეტი“, გვ. 92. ISBN 9789941961786. 
  2. კობა ხარაძე (2003). ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. თბილისი: განათლება, გვ. 336. ISBN 9992806982.