ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული (S-3683)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული

ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებულის ხელნაწერი S-3683 დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის S ფონდში. გადაწერილია 1708 წელს.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი. ხელნაწერი შეიცავს 336 ფურცელს, რომელთა ზომებია 30X21 სანტიმეტრი. წინ უძღვის მაღალაძის მიერ ხელით გადაწერილი, გრაფებში ჩასმული მუხლობრივი საძიებელი და მეორედ მოსვლის ფერადი მინიატიურა. გადაწერილია მხედრული დამწერლობით, შავი მელნით. სათაურები შესრულებულია სინგურით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული ხელნაწერი წიგნი, V-XIX საუკუნეები, თბილისი, 2012, გვ. 118-119