ვახტანგ ციციშვილი (ჟურნალისტი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ციციშვილი.

ვახტანგ არჩილის ძე ციციშვილი (დ. 1892, თბილისი — გ. 1964) — ქართველი ჟურნალისტი, საზოგადო მოღვაწე, მეღვინე.

1902-1910 წლებში სწავლობდა კადეტთა კორპუსში, ორიოლში, მაგრამ სამხედრო კარიერაზე უარი თქვა. 1911-1915 წლებში სწავლობდა მონპელიეს აგროსასწავლებელში, 1915 წელს დაამთავრა დიჟონის აგრონომიისა და ენოლოგიის ინსტიტუტს მეღვინეობის დიპლომით. 1915-1918 წლებში ხელმძღვანელობდა ბესარაბიაში, ყირიმსა და კავკასიაში რუსეთის საუფლისწულო მამულებში ღვინის წარმოებას. 1918-1920 წლებში იყო ყირიმის მეღვინეთა საზოგადოების დირექტორი და ქართული კოოპერატივის თავმჯდომარე ყირიმში. 1920 წელს საქართველოში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა ნაფარეულის ღვინის მეურნეობას. 1921 წლიდან ემიგრაციაში იყო. მოღვაწეობდა ბონში, პარიზსა და ბორდოში. 1942 წელს ავადმყოფობის გამო სამსახურს თავს დაანება და ხელი მიჰყო ჟურნალისტურ და პუბლიცისტურ საქმიანობას. 1952 წელს ალექსანდრე მანველიშვილთან ერთად დააარსა ყოველთვიურ ფრანგულენოვან ჟურნალს L'Action Georgien, რომელიც 1953 წლიდან გადაკეთდა La nation Georgien-ად, რომლის ფაქტობრივი ხელმძღვანელი თავად იყო.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]