ვახტანგ ქარსელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

ვახტანგ ილიას ძე ქარსელაძე (დ. 21 იანვარი, 1919 — გ. 15 სექტემბერი, 1966) — ქართველი მოჭადრაკე, მწვრთნელი, საქართველოში ქალთა საჭადრაკო სკოლის მესაძირკვლე. სსრკ დამსახურებული მწვრთნელი (1956), საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი (1957), საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი (1968).

ვახტანგ ქარსელაძე იყო პიონერთა და მოსწავლეთა რესპუბლიკის სასახლის ჭადრაკის კაბინეტის მასწავლებელი 1947-1966 წლებში. ქარსელაძის მოწაფეები იყვნენ ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია, ე. კაკაბაძე, მ. ტოგონიძე, რ. ჯინჯიხაშვილი, თ. გიორგაძე, ი ჩიქოვანი, დ. ჯანოევი, ა. ბოკუჩავა და სხვა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, გვ, 892, თბ., 2002.