ვახტანგ ფიფია
ვახტანგ ეგნატეს ძე ფიფია (დ. 29 დეკემბერი, 1929[1] — გ. 1990) — ქართველი ქირურგი. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1988). მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1982). დაამთავრა მოსკოვის პირველი სამედიცინო ინსტიტუტი 1954 წელს. 1970-იან წლებში განაგებდა თბილისის ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის გულმკედრის ქირურგიის კათედრას, 1989-1990 წლებში იყო აკადემიკოს კ. ერისთვის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ფიფიამ საქართველოში პირველად დაიწყო გულის მანკის ქირურგიული მკურნალობა. მისი ძირითადი შრომები ეძღვნება გულმკერდის ქირურგიის აქტუალურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს 9 მონოგრაფია. ელექტროკარდიოსტიმულაციის შესწავლისთვის მიენიჭა საქართველოს მეცნიერებათა აკადადემიის ი. თარხნიშვილის სახელობის პრემია. დაკრძალულია საბურთალოს პანთეონში. თბილისში არის ვახტანგ ფიფიას ქუჩა. ფიფიას მეუღლე იყო ისტორიკოსი ნანა ხაზარაძე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი“, გვ. 874, თბ., 2002.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 336.