ვახტანგ ჟორდანია (უმცროსი)
Jump to navigation
Jump to search
ვახტანგ ჟორდანია (დ. 17 სექტემბერი, 1986 წელი) — ქართველი პიანისტი, თენგიზ ამირეჯიბის მოსწავლე.
დაიბადა თბილისში, დაასრულა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ქართული სამუსიკო გიმნაზია. 2009 წლისთვის სწავლობს ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის კოსერვატორიის მაგისტრატურის I კურსზე. საბერძნეთის ახალგაზრდა პიანისტთა III საერთაშორისო კონკურსზე მიიღო II პრემია; II პრემია ვასილი კრაინევის სახელობის პიანისტთა V საერთაშორისო კონკურსზე; I პრემია საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა IV კონკურსზე.
ასევე დაჯილდოებულია საქართველოს პრეზიდენტის, ვლადიმერ სპივაკოვის, ლ.ლეონსკაიას, ელენე ანჯაფარიძეისა და ლ.მარკოზის სახელობის სტიპენდიებით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- პიანისტთა თბილისის მეოთხე საერთაშორისო კონკურსი, 1-14 ოქტომბერი. თბილისი, საქართველო.