ვახტანგ პაპავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ გრიგოლის ძე პაპავა (დ. 22 ივნისი, 1950, ჩხოროწყუ) — ქართველი მექანიზატორი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი (1967-1973) და სსსი მექანიზაციის და ელექტრიფიკაციის ფაკულტეტი (1977-1982). 1967 წლიდან მუშაობდა საქართველოს მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტის სამეცნიერო-ექსპერიმენტული მეცნიერ მუშაკად და ინსტიტუტის წარმოების მთავარ მენეჯერად. ვაზის მყნობის პროცესების კომპლექსური მექანიზაციის ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავება-შექმნისათვის, მისი ტექნოლოგიური პროცესების გამოკვლევისა და წარმოებაში დანერგვისათვის გრიგოლ პაპავასთან ერთად (26 წლის ასაკში ყველაზე ახალგაზრდას) მიენიჭა საქართველოს სსრ სახელმწიფო პრემია (1977). დაჯილდოებულია სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენების მთავარი კომიტეტისგან ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებით. გარდაიცვალა 2023 წლის 25 ოქტომბერს. [წყარო არ არის მითითებული 106 დღე]

თხზულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ვაზის მყნობის მექანიზაცია, თბ., 1960 წ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]