შინაარსზე გადასვლა

ვახტანგ ზესაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ ივანეს ძე ზესაშვილი (დ. 1 ოქტომბერი, 1922, სენაკი, — გ. 27 იანვარი, 2006, თბილისი) — ქართველი გეოლოგი, კავკასიის იურული ნალექების სტრატიგრაფიისა და პალეონტოლოგიის მკვლევარი, საქართველოს დამსახურებული გეოლოგი (1985).

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1948). 1947 წლიდან მუშაობდა ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, იყო წამყვანი მეცნიერი თანამშრომელი და განყოფილების გამგე. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში გამოიცა განყოფილების თანამშრომელთა სამეცნიერო სტატიების 4 კრებული, პალეონტოლოგიური მუზეუმის კატალოგები და მეგზურები, განსაზღვრა ადრე და შუაიურული ფაუნის 130-მდე კოლექცია.

ზესაშვილი იყო საბჭოთა კავშირის სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული კომისიის წევრი (1960–1991), კავკასიის სტრატიგრაფიული კომიტეტის იურული სექციის თავმჯდომარე (1975–1983), ქართული ენციკლოპედიის მეცნიერი კონსულტანტი (1998–2000). 1964–1985 წლებში არჩეული იყო საქართველოს გეოლოგიური საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტად.

  • Вопросы геологии Грузии, Тб., 1964;
  • Унифицированные стратиграфические схемы юрских отложений Кавказа, Л., 1984;
  • Геологическое строение СССР и закономерности размещения полезных ископаемых, т. 5 (Карпаты, Крым, Кавказ), Л., 1989;
  • Юра Кавказа, Л., 1991.
  • თოფჩიშვილი მ., ზესაშვილი, ვახტანგ // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. 357.