ვახტანგ გომელაური (მეცნიერი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გომელაური.

ვახტანგ ივანეს ძე გომელაური (დ. 8 სექტემბერი, 1914, ჭიათურა — გ. 24 დეკემბერი, 1995, თბილისი) — ქართველი მეცნიერი ენერგეტიკისა და ტექნიკური თბური ფიზიკის დარგში. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1979). ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1964), პროფესორი (1965), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1979). საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გამოყენებითი მექანიკის და მართვის პროცესების განყოფილებისბის აკადემიკოს-მდივანი (1983–87).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936 წელს დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-თბოტექნიკოსის კვალიფიკაციით. 1938-1945 წლებში მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში სხვადასხვა თანამდებობაზე. 1947-1959 იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბოტექნიკის განყოფილების გამგე, 1959-1965 წლებში — ამავე ინსტიტუტის თბოგადაცემისა და წვის განყოფილების გამგე, 1965-1970 წლებში — სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის თბური ფიზიკის განყოფილების გამგე, 1965-1983 წლებში — საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის თეორიული და ზოგადი თბოტექნიკის კათედრის პროფესორი. პარალელურად იყო სოხუმის ფიზიკა-ტექნიკური ინტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. გომელაურის ძირითადი შრომები ეხება თბოგაცემის პროცესების ინტენსიფიკაციის ექსპერიმენტულ შესწავლას, თბური ტუმბოს სისტემის გამოყენებას სამრეწველო და კომუნალურ ენერგეტიკაში, ატომური და ჰიდრავლიკური ელექტროსადგურების კომპლექსურ გამოყენებას ენერგოსისტემაში. მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერთა აკადემიის ფიზიკის ინსტიტუტის ატომური ცენტრის შექმნაში, თბილისის თბოელექტროცენტრალის აგებაში. მისი ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა საქართველოში თბოტექნიკური მიმართულების რამდენიმე კვლევითი ლაბორატორია. 1987-1995 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მართვის სისტემების ინსტიტუტის დირექციის მრჩეველი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სითბოს და მასის გადაცემის თეორიის საფუძვლები (სახელმძღვანელო), თბ., 1974;
  • О применении тепловых насосов на чайных фабриках Грузинской ССР, «ა. დიდებულიძის სახ. ენერგეტიკის ინ-ტის შრომები», 1956, ტ. 10 (თანაავტ. А. И. Мусхелишвили); *Влияние искусственной шероховатости на конвективный теплообмен, «ფიზიკის ინტის შრომები», 1963, ტ. 9.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]