ვახტანგ გოგოლაშვილი
ვალერიან გოგოლაშვილი | |
---|---|
დაბადების სახელი | ვალერიან გოგოლაშვილი |
დაბადების თარიღი |
27 აპრილი, 1935 სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
გარდაცვალების თარიღი |
19 ივლისი, 2011 თბილისი |
ეროვნება | ქართველი |
საქმიანობა | მწერალი |
ვახტანგ მანუელის ძე გოგოლაშვილი (დ. 27 აპრილი, 1932, სოფ. კურსები, ახლანდ. ტყიბულის მუნიციპალიტეტი — გ. 19 ივლისი, 2011, თბილისი) — ქართველი მწერალი, საქართველოს დამსახურებული დამსახურებული მოღვაწე (1989).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1955 წელს. 1962–2006 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო ფილარმონიის საესტრადო-სალიტერატურო სამმართველოს უფროსი. ავტორია ლექსების რამდენიმე კრებულისა: „მახსენდება მშობლიური სკოლა“ (1957), „ჟუჟუნა წვიმა მოვიდა“ (1961), „გემბანიდან დანახული სანაპირო“ (1978). მის ლექსებზე შექმნილია პოპულარული ქართული სიმღერები: „დადუმებულხარ, ჩემო აპრილო“, „პატარა ქალბატონო“, „მოგონება“, „სიმღერა თბილისზე“ (კომპოზიტორები: სოსო ებრალიძე, რუსუდან სებისკვერაძე, ოთარ თევდორაძე, ნოდარ გიგაური).
პროზაული ნაწარმოებებიდან განსაკუთრებული წარმატება ხვდა მოთხრობების კრებულს „იქ, სადაც ლურჯი მთებია“ (1958), რომელიც ითარგმნა რუსულ, უკრაინულ, ლიტვურ, სომხურ და თურქულ ენებზე. აქვს მოთხრობათა კრებულები: „მუშკეტერის სიკვდილი“ (1976), „ჭინკების ბრიგადა“ (1991) და სხვ. მისი ნაწარმოები „წეროები“ 1961 წელს დაიდგა თბილისის მოზარდ მაყურებელთა დრამატულ თეატრში, 1962 წელს — მოსკოვის, ლენინგრადის, კიევის, ერევნის, ოდესის, ეკატერინბურგის თეატრებში. ავტორია მონოგრაფიებისა: „ჯანო ბაგრატიონი“ (1982), „ვასო გოძიაშვილი და ქართული ესტრადა“ (1982), „ნიკოლოზ მოსეშვილი“ (1984), „ფილარმონიის ისტორიის ნარკვევები“ (1989), «დიდი ანსამბლი „ერისიონი“» (2008) და სხვ. გოგოლაშვილი ეწეოდა მთარგმნელობით საქმიანობასაც. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (1998).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 67.