ვახტანგ გოგიბედაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგ გრიგოლის ძე გოგიბედაშვილი (დ. 23 მაისი, 1906, გორი — გ. 1985, თბილისი) — ქართველი ფიზიოთერაპევტი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1951), პროფესორი (1958).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1931 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტი; 1931–1933 წლებში მობილიზებული იყო კრასნოიარსკში ლაზარეთის უფროსად; იყო თბილისის შრომის ჰიგიენისა და პროფ. სნეულებათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კლინიკური განყოფილების მეცნიერულ მუშაკი, შემდგომ – ამ ინსტიტუტის დირექტორი (1946–1948); ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი (1948–1964). თსსი-ის ფიზიოთერაპიისა და კურორტოლოგიის კათედრის პროფესორი (1964–1980). გოგიბედაშვილი არის მრავალი სამეცნიერო შრომის ავტორი, რომლებიც ეხება ფიზიოთერაპიის და კურორტოლოგიის აქტუალურ საკითხებს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]