ვახტანგ ბატონიშვილი (ალექსანდრე II-ის ძე)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვახტანგ ბატონიშვილი, ალექსანდრე II-ის ძე)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვახტანგ ბატონიშვილი.

ვახტანგ ბატონიშვილი (ბაგრატიონი) — იმერეთის მეფის ალექსანდრე II-ის ძე.

თავისი უფროსი ძმის, იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის მმართველობის პირველ წლებში უკმაყოფილო ვახტანგ ბატონიშვილი ამალით ქართლში გაიქცა. მეფე დაედევნა და 1512 წელს მოხისთან დაამარცხა იგი. ქართლის მეფის დავით X-ის შუამდგომლობით ძმები შერიგდნენ. შემდეგში ვახტანგ ბატონიშვილი მეფის პოლიტიკის ერთგული მიმდევარი იყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]