ვახტანგიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახტანგიანი — XVIII საუკუნის ვრცელი ქართული პოეტური ძეგლი, პოემა (298 სტროფი), რომელშიც გადმოცემულია ვახტანგ VI-ის რუსეთში გადასახლების ამბავი. ავტორად ოტია ფავლენიშვილს ვარაუდობენ. საინტერესო ცნობებს შეიცავს XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოსა და საკუთრივ ვახტანგის ემიგრაციის შესახებ. მკვლევართა აზრით, პოეტური ღირსებით არ გამოირჩევა – ენა დატვირთულია ბარბარიზმებით, ლექსი ნაძალადევია, მხატვრული არსენალი — მწირი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლიტერატურული ძიებანი, IV, თბილისი, 1948.