ვახმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვახმი — სომხურ-გრიგორიანული ეკლესიისთვის შეწირული ან ნაწყალობევი ქონება. ვახმის როგორც ტერმინს, ვხვდებით XVIII საუკუნის შუა წლებში შედგენილ ნასყიდობისა და გასამყარებელი ქართულ საბუთებში, სადაც ჩანს, რომ იგი იხმარება მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიებთან, კერძოდ ეკლესიას შეწირულ მამულთან დაკავშრებით. ასეთი შეწირულობა შეიძლება ყოფილიყო როგორც ადამიანი, ისე უძრავი ქონება - დუქანი, სახლი, ფული (საწირავი) და ა.შ.

1749 წლის 23 ოქტომბერს შედგენილ ბებუთშვილების გასამყრელო სიგელში ვკითხულობთ:

ვიკიციტატა
„დაჩვენი დუქნებისგან სამი დუქანი ციხის მეიდნის პირში ავლაბრის საყდრის ვახმია და აშპახანში ერთი დუქანი ეჩმიანიძის ვახმია და რასტაბაზრის პირში ჩორსოსთან ერთი სევანის ვახმია... ტერ-სტეფანა და ოსეფა ავლაბრის ვახმი ყოფილან, ახლაც ვახმი არიან, საყდარს ემსახურონ...“ (დოკუმენტები თბილისის ისტორიისათვის, თბ.,1962).“

დამოწმებული დოკუმენტური მასალით ირკვევა, რომ შეწირულობის ტერმინად ვახმი მხოლოდ სომხურ-გრიგორიანურ ეკლესიებთნ დაკავშირებით გვხდება, ნიშანდობილია, რომ სწორედ XVII-XVIII საუკუნეებში აღინიშნება თბილისის სომხური მოსახლეობის მოძალება, რომლის დასტურიცაა ამ დროის ქალაქში სომხურ-გრიგორიანული ეკლესიების ინტენსიური მშენებლობა, თბილისში მცხოვრები სომხები ვახმს სწირავენ არა მარტო ქალაქში არსებულ სომხურ-გრიგორიანულ ეკლესიებს, არამედ სომხეთის ეკლესიებსაც - ეჩმიაძინს, სევანსა და სხვ.

წყარო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დოკუმენტები თბილისის ისტორიისთვის (XVI-XIX სს), წგ. 1, შეადგინეს ნ. ბერძენიშვილმა და მ.ბერძნიშვილმა, თბ.,1962
  • სცსია, ფ. 1448, საბ, N325.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერიძე თ., ტერმინ :ვახმის“ გაგებისათვის, „ს, ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწ. მზეუმის მოამბე“ 1997, ტ. 42
  • ენციკლოპედია თბილისი, თბ, 2002, გვ. 466