ვაცლავ ოსტროვსკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაცლავ ოსტროვსკი (დ. 1 სექტემბერი, 1870, ვარშავა – გ. 1944 ვარშავა) — პოლონელი დიპლომატი და ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საშუალო განათლება ვარშავის გიმნაზიაში მიიღო. სწავლობდა ციურიხის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მოგვიანებით დაამთავრა მიუნხენის პოლიტექნიკური სასწავლებელი. სწავლის დასრულების შემდეგ მუშაობდა გერმანიის რკინიგზაში ინჟინრად. მონაწილეობდა სარკინიგზო ხაზების მშენებლობაში. პირველი მსოფლიო ომის დროს იბრძოდა რუსეთის არმიის შემადგენლობაში.

1918 დაინიშნა ჯერ სარენეგატო საბჭოს, ხოლო შემდეგ პოლონეთის რესპუბლიკის წარმომადგენლად საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში. პოლონეთი, როგორც ყოფილი რუსეთის იმპერიის ნაწილი და ახლად გამოცხადებული დამოუკიდებელი სახელმწიფო, უთანაგრძნობდა საქართველოს და მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას, თუმცა იძულებული იყო მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებამდე მყარი ნაბიჯები არ გადაედგა. ვაცლავ ოსტროვკი, როგორც პოლონეთის დიპლომატიური წარმომადგენელი, თბილისში მყოფ სხვა ქვეყნების დიპლომატიურ წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა ოფიციალურ ღონისძიებებში. 1919 წლის 12 მარტს დაესწრო დამფუძნებელი კრების პირველ სხდომას. 1920 წლის მარტში გორის მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 10 000 მანეთი შესწირა, ოლივერ უორდროპთან და სხვა დიპლომატებთან ერთად მოინახულა განადგურებული ქალაქი. 1920 წლის მარტში პოლონეთს საგარეო საქმეთა მინისტრმა, პატეკმა, ევგენი გეგეჭკორს მისწერა წერილი, რომლითაც გამოხატავდა სრულ მხარდაჭერას საქართველოსადმი, ამასთან პოლონეთის მთავრობა დიპლომატ ტიტუს ფილიპოვიჩს ნიშნავდა ამიერკავკასიაში პოლონეთის მისიის ხელმძღვანელად, მისიაში ასევე შევიდოდა თბილისში მყოფი პოლონეთის წარმომადგენელი ვაცლავ ოსტროვსკიც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ირემაძე ი., საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918–1921) : ენციკლოპედია-ლექსიკონი, თბ.: უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2018. — გვ. 313.