ვაჩნაძიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვაჩნაძიანი (გურჯაანის მუნიციპალიტეტი))
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
სოფელი
ვაჩნაძიანი
Village Vachnadziani.jpg
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე კახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი გურჯაანის მუნიციპალიტეტი
თემი ვაჩნაძიანი
კოორდინატები 41°50′45″ ჩ. გ. 45°39′28″ ა. გ. / 41.84583° ჩ. გ. 45.65778° ა. გ. / 41.84583; 45.65778
ცენტრის სიმაღლე 560
ოფიციალური ენა ქართული ენა
მოსახლეობა Decrease2.svg 1529[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 99,3 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვაჩნაძიანი — საქართველო
ვაჩნაძიანი
ვაჩნაძიანი — კახეთის მხარე
ვაჩნაძიანი

ვაჩნაძიანი (ყოფილი შრომა) — სოფელი საქართველოში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე. გურჯაანი-თელავის საავტომობილო გზაზე, თემის ცენტრი. ზღვის დონიდან 560 მეტრი, გურჯაანიდან 18 კილომეტრი. 2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1529 ადამიანი. სოფლიდან 9 კილომეტრზე არის ყველაწმინდის სამონასტრო კომპლექსი. სოფელში ასევე არის ამიდასტურის წმინდა გიორგის ეკლესია, რომლის ეზოშიც არქეოლოგებმა გათხარეს აქამდე უცნობი სვეტიცხოვლის სახელობის ეკლესია, რომელიც მთლიანად მიწით იყო დაფარული. არქეოლოგების თქმით, ძეგლი VII–XIII საუკუნით თარიღდება.[2][3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XX საუკუნის 20-იან წლებში სოფელს შრომა დაარქვეს. 1990 წელს, სოფლის მცხოვრებთა სურვილით მას ძველი სახელი — ვაჩნაძიანი დაუბრუნდა. ტოპონიმი მომდინარეობს ვაჩნაძეების გვარიდან. ვახუშტი და იოანე ბატონიშვილები თავიანთ ნაშრომებში სოფელ ვაჩნაძიანს არ მოიხსენიებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ცალკე სოფელი არ იყო. იოანე ბატონიშვილის ნაშრომსა და სხვა სიგელ-გუჯარებში ნახსენებია ვაჩნაძიანნი, სავაჩნაძო, მაგრამ ეს არ არის რომელიმე დასახლებული პუნქტის სახელწოდება. ეს ვაჩნაძეების საგვარეულო ადგილ-მამულების საერთო დასახლებაა. ვაჩნაძიანი სოფელ კალაურის უბანი იყო. ჯარისათვის მაჭრის შეგროვების შესახებ, ერეკლე მეფის 1787 წლის ბრძანებაში ნათქვამია: „კალაურის სახასო საპანე ორი და ნახევარი, სავაჩნაძომ ერთობით სამი საპანე“ უნდა გამოიღონ. აქ სავაჩნაძო ტერიტორიული ერთეულია. ვაჩნაძიანი ცალკე სოფლად XlX საუკუნის ll ნახევარში შედგენილ საკომლო დავთრებში დასტურდება. სოფელში ყმა-მამულებს გარდა ვაჩნაძეებისა ჯანდიერები. ჭავჭავაძეები, ჯორჯაძეები და ანდრონიკაშვილები ფლობდნენ. სოფლის სამხრეთით, ბოსტნისხევის (მღვრიეხევის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე ნასოფლარი განგიურია, მარცხენა ნაპირზე — ნასოფლარი ბადიური.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]