ვაჩნაძიანის წმინდა მარიამის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის წმინდა მარიამის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. დგას სოფლის სამხრეთ დასავლეთით, გუჯიაურებად წოდებულ ტერიტორიაზე. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, გეგმით თითქმის კვადრატული (3,75x3,2 მ). ნაგებია რიყის ქვით და დუღაბით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, კონქი, დანგრეულია კედლების ზედა ნაწილები და გარე კუთხეები: ფასადებზე საპირე ქვების დიდი ნაწილი ჩამოცვენილია. შესასვლელი დასავლეთიდანაა. კარგი გარედან აგურითაა ნაწყობი, ნახევარწიული თაღითაა დასრულებული, შეგნით - სწორკუთხაა. კარის ზემოთ პატარა სწორკუთხა სარკმელია. აფსიდი ნახევარწრიულია. (შემორჩენილია 0,5 მეტრ სიმაღლეზე). სამხრეთ კედელზე კამარის ქუსლის მცირე ნაწილია შემორჩენლი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]