ვაჩნაძიანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის წმინდა გიორგის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში. დგას სოფლის დასავლეთით 1,5 კილომეტრზე, ფალახოსროიანად წოდებულ ადგილზე, მთაზე. განეკუთვნება გვიანი შუა საუკუნეებს, ითვლება მეგრელიშვილების საგვარეულო სალოცავად.

ეკლესია დარბაზულია (6,4x4,4 მ.) ნაგებია მსხვილი და საშუალო რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია, ტლანქია ძლიერაა დაზიანებული: ჩამონგრეულია კამარა. შემორჩენილ კედლებს ბზარები დაუყვება. ფასადებზე საპირე ქვები ალაგ-ალაგ გამოცვენილია; ინტერიერი დაახლოებით 1 მეტრ სიმაღლეზე მიწითა და ჩამონაშალი ქვით არის ამოვსებული.

შესასვლელი დასავლეთიდანაა (შემორჩენილია წირთხლების მცირე ნაწილი) ეკლესია აღმოსავლეთით დასრულებულია ბრტყელი აფსიდით, რომელიც დარბაზის გრძივი კედლებიდან განიერი მხრები ყოფილა გამოყოფილი. აფსიდში გაჭრილია სწორკუთხა სარკმელი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]