ვაჩნაძიანის საწნახელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის საწნახელი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანის სამხრეთ-დასავლეთით 1 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

საწნახელი გეგმით სწორკუთხაა. ნაგებია მსხვილი რიყის ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ტლანქი და დაზიანებულია. ამოვსებულია მიწით და შიგ მცენარეებია ამოსული, გარედან ხავსითაა დაფარული. ტკბილის გასასვლელი ხვრელი, რომელიც თაღარაში ჩადის, გრძივ კედელშია მოწყობილი. საწნახლის წინ სწორკუთხა აუზის კვალი შეინიშნება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]