ვაჩნაძიანის სადგომი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაჩნაძიანის სადგომი − არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში, სოფლის ჩრდილოეთით 5-6 კილომეტრზე. აკურისხევის (ალაზნის მარჯვენა შენაკადი) მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება აშელის ხანას.

სადგომი 1966 წელს გამოავლინა კავკასიის ქვის ხანის რაზმმა (ხელმძღვანელი თ. ბუგიანიშვილი). აღმოჩნდა კაჯის კაჭარზე გაფორმებული ერთფუძიანი განივი ნუკლეუსი და სამი გლუვი დარტყმის მოედნიანი და რელიეფურბურცულიანი მოგრძო, მასიური ანატკეცი. აღმოჩენილი ნივთები ინახება გურჯაანის რეგიონის არქეოლოგიურ საცავში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]