ვაშლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაშლოვანის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის პირდაპირ მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ვაშლოვანის სასაფლაოზე. აგებულია IX საუკუნეში.

ეკლესია დარბაზულია. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. ტაძარი დროთა განმავლობაში მოიშალა და დაინგრა. 2001-2003 წლებში ეკლესიას ჩაუტარდა აღდგენითი სამუშაოები. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე დგას ექვსკუთხა ფორმის ქვაზე წრეში ჩასმული ტოლფერდა ჯვარი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგოლაძე თ., ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები (გზამკვლევი), თბ., 2014 გვ. 35