ვაშლოვანის ქუჩა
იერსახე
ვაშლოვანის ქუჩა | |
---|---|
საერთო ინფორმაცია | |
ქვეყანა | საქართველო |
ქალაქი | თბილისი |
რაიონი | მთაწმინდის რაიონი |
უბანი | ვერე |
წინა სახელები | ვასილი სლეპტოვის ქუჩა |
ვაშლოვანის ქუჩა — ქუჩა თბილისში, მთაწმინდის რაიონში (ვერე); მერაბ კოსტავას ქუჩიდან გიორგი ახვლედიანის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს. თბილისის გამგეობის მიერ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია ვასილი სლეპტოვის სახელით. ვაშლოვანის ქუჩა 1923 წელს დაერქვა. შემონახულია XX საუკუნის დასაწყისის საცხოვრებელი სახლი №6, სადაც 2003 წელს გაიხსნა ექვთიმე თაყაიშვილის სამლოცველო ბინა-მუზეუმი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 73, ISBN 978-99928-20-35-3.