ვაშლის მინაფრთიანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვაშლის მინაფრთიანა
Red-belted Clearwing Synanthedon myopaeformis.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ლათინური სახელი
Synanthedon myopaeformis

ვაშლის მინაფრთიანა (ლათ. Synanthedon myopaeformis) — პეპელა ქერცლფრთიანთა რაზმისა. ფრთების შლილი 20-22 მმ. აქვს მოლურჯო-შავი სხეული. გამჭვირვალე ფრთები ზოგან ქერცლითაა დაფარული. საქართველოში გავრცელებულია უმთავრესად აღმოსავლეთ რაიონებში. აზიანებს სხვადასხვა მცენარეს, უმეტესად ვაშლს. მატლი ღეროსა და ტოტზე ქერქქვეშ აზიანებს ლაფანსა და მერქნის ზედაპირს, აკეთებს სავალებს. დაზიანებული ადგილიდან გადმოდის მოწითალო-ყავისფერი სითხე. მცენარეს ქერქი ეცვლება, სუსტდება და იღუპება.მატლი ზამთრობს ქერქქვეშ. პეპელა 250-მდე კვერცხს დებს ქერქზე. აქვს ორწლიანი გენერაცია.

ბრძოლის ღონისძიებანი: მაღალი აგროტექნიკა, დაზიანებული ტოტებისა და ძველი ქერქის აცლა და დაწვა, ადრე გაზაფხულზე (კვირტის დაბერვამდე) 2%-იანი კარბოფოსის ან ტრიქლორმეტაფოს - ვაშლის შესხურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]