შინაარსზე გადასვლა

ვაშლატამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მთლიანი და გაჭრილი ვაშლატამა

ვაშლატამა — შეუბუსავი ატმების ჯგუფი. ცნობილია აგრეთვე ნექტარინების სახელით. საქართველოში გვხვდება საკარმიდამო ნაკვეთებზე და საკოლექციო ნარგაობებში. ჯგუფი მოიცავს მრავალ ჯიშს, ნაყოფი ლამაზია, გლუვკანიანი, რბილობი — თეთრი ან ყვითელი, აქვს შეზრდილი ან თავისუფალი კურკა.

მწარმოებელი ქვეყნები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ისტორიულად მნიშვნელოვანი მწარმოებლები არიან: ჩინეთი, ირანი და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნები. შედარებით ახალი კულტურაა აშშ-ს სამი შტატისთვის — კალიფორნია, სამხრეთი კაროლინა,[1] და ჯორჯია[2], ატმის დიდი ოდენობით მოყვანის გამო ხშირად ჯორჯიას შტატს „ატმის შტატსაც“ უწოდებენ.[3]. რამდენიმე გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ვაშლატამას წარმოშობა გენეტიკური ცვლილებების შედეგია, აღნიშნული სახეობის ატმებში გლუვი კანის გენების სიჭარბე განაპირობებს ვაშლატამას კანის სიგულვეს.[4] ვაშლატამას ხშირად ამყნობენ ჩვეულებრივი ატმის საძირე ხეებზე.

ატმის და ვაშლატამას მწარმოებელი უდიდესი 10 ქვეყანა
2010 (მილიონი ტონა)
ქვეყანაწარმოება
(მილიონი)
მოსავლიანობა
(ჰექტარზე)
ჩინეთის დროშა ჩინეთი10.8314.8
იტალიის დროშა იტალია1.5917.6
აშშ-ის დროშა აშშ1.2621.1
ესპანეთის დროშა ესპანეთი1.1315.5
საბერძნეთის დროშა საბერძნეთი0.6417.3
თურქეთის დროშა თურქეთი0.5318.6
ირანის დროშა ირანი0.511.1
ჩილეს დროშა ჩილე0.3618.5
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი0.3323.6
არგენტინის დროშა არგენტინა0.3212
მსოფლიო მასშტაბით20.5313.3
წყარო: Food & Agriculture Organization[5]
  1. Fort Valley State University College of Agriculture: Peaches
  2. Georgia Peach: Georgia Peach Study
  3. The Peach: 10 Healthy Facts. Webmd.com (2010-07-08). ციტირების თარიღი: 2012-09-24.
  4. Frequently Asked Questions. Oregon State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივლისი 2008. ციტირების თარიღი: 14 ივლისი 2023.
  5. Major Food And Agricultural Commodities And Producers - Countries By Commodity. Fao.org (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-19. ციტირების თარიღი: 2012-08-18.