ვაღარშ ვაღარშიანი
ვაღარშ ბოგდანის ძე ვაღარშიანი (სომხ. Վաղարշ Վաղարշյան; დ. 14 თებერვალი[ძვ. სტ. 2 თებერვალი] , 1894, ქ. შუშა — გ. 6 მაისი, 1959, მოსკოვი) — სომეხი მსახიობი, რეჟისორი, თეატრალური მოღვაწე, დრამატურგი, სსრკ სახალხო არტისტი (1954), სსრკ სახელმწიფო პრემიის ლურეატი (1941, 1952).
დაამთავრა თბილისის კომერციული სასწავლებელი. სასცენო მოღვაწეობა დაიწყო 1915 წლიდან. სხვადასხვა წლებში მუშაობდა თბილისში, ბაქოში, კრასნოდარში, დონის როსტოვში. 1923 წლიდან იყო ერევნის გ. სუნდუკიანის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი. როლები: სურენი (შირვანზეს „პატიოსნებისათვის“), არბენინი (ლერმონტოვის „მასკარადი“), ხლესტაკოვი (გოგოლის „რევიზორი“), ჰამლეტი (შექსპირის „ჰამლეტი“), ეგორ ბულიჩოვი (მ. გორკის „ეგორ ბულიჩოვი“) და სხვები. ვაღარშ ვაღარშიანმა სომხურ სცენაზე პირველმა შექმნა ვ. ი. ლენინის სახე ვ. პოგოდინის პიესაში „თოფიანი კაცი“. ვაღარშ ვაღარშიანის დადგმებიდან აღსანიშნავია მ. გორკის „ვასა ჟელეზნიოვა“ (1937), „დოსტიგაევი და სხვები“ (1934) და სხვა. 1917 წლიდან იღებდნენ კინოში. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, შრომის წითელი დროშის ორდენითა და მედლებით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 327.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომეხი მსახიობები
- სომეხი რეჟისორები
- ლენინის ორდენის კავალრები
- შრომის წითელი დროშის ორდენის კავალრები
- დაბადებული 14 თებერვალი
- დაბადებული 1894
- გარდაცვლილი 6 მაისი
- გარდაცვლილი 1959
- სსრკ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტები
- სომხეთის სსრ-ის დამსახურებული არტისტები
- სტალინური პრემიის ლაურეატები
- სომხეთის სსრ-ის II მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სომხეთის სსრ-ის III მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები
- სომხეთის სსრ-ის IV მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები