შინაარსზე გადასვლა

ვაქირის კვირაცხოვლის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ვაქირის კვირაცხოვლის ეკლესია, „ძველი კვირაცხოველი“ — ადრეული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ვაქირში (სიღნაღის მუნიციპალიტეტი).

ზომით მცირე დარბაზული ტიპის ეკლესიაა. ნაგებია შირიმისა და რიყის ქვით. გადაკეთებულია. დასავლეთის სარკმლის თავზე ბოლნური ჯვარია. სამხრეთის ფასადზე, კარის მარჯვნივ შვიდსტრიქონიანი დაზიანებული ასომთავრული წარწერაა, რომელიც პალეოგრაფიული ნიშნებით IX-X საუკუნეებით თარიღდება. ამავე ხანებში უნდა იყოს აგებული ეკლესიაც.

  • თოდრია თ. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები, სიგკ, 1982, ტ. VI, გვ. 89.
  • ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი, თბ., 2013. — გვ. 215.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12905