ვახტანგ ლეჟავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ვატო ლეჟავა)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ლეჟავა.
ვატო ლეჟავა
ვატო ლეჟავა
ვატო ლეჟავა
თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა2016

საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში მრჩევალთა ჯგუფის ხელმძღვანელი.
თანამდებობაზე ყოფნის დრო
2005 – 2007

ეროვნებაქართველი

ვახტანგ (ვატო) ლეჟავათავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორი, 2009-2012 წლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელი.[1]

2004 წელს ის იყო ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, 2004, 2007-2008 წლებში ეკავა ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის პოზიცია, 2005-2007 წელს კი რეფორმების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე იყო.

2009-2012 წლებში იყო პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ეკონომიკისა და მმართველობის საკითხებში მრჩევალთა ჯგუფის ხელმძღვანელი. 2012 წელს კი ფინანსთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.[1]

ვატო ლეჟავა იყო წამყვანი წევრი იმ სამთავრობო გუნდის, რომელიც ატარებდა მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სტრუქტურული, მარეგულირებელ და ბიზნესკლიმატის გაუმჯობესებისკენ მიმართულ რეფორმებს, ისეთებს, როგორების არის: ეკონომიკური თავისუფალების აქტი, სექტორული რეფორმები, პრივატიზაცია, საერთაშორისო ვაჭრობა და საინვესტიციო გარემო.[1]

ის ხელმძღვანელობდა და კოორდინაციას უწევდა საქართველოში ბიზნესგარემოს გაუმჯობესების, Doing Business-ის რეფორმებს. შედეგად, 2014 წელს მსოფლიო რეიტინგში საქართველომ მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, 2005 წელს დაკავებული 112-ე ადგილიდან.[1]

ვატო ლეჟავა იყო საქართველოს მხრიდან მომლაპარაკებელი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეკონომიკური ნაწილზე.

2009-2012 წლებში იყო მომლაპარაკებელთა გუნდის მნიშვნელოვანი წევრი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში.

იყო საქართველოს წარმომადგენელი ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ სტრუქტურაში (GRECO) და საქართველოს ანიკორუფციული საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. ამ პერიოდში საერთაშორისო გამჭვირვალობის კორუფციის აღქმის ინდექსში (2014 წლის რეიტინგში) საქართველომ 51-ზე გადაინაცვლა (2003 წელს - 124-ე ადგილი), რითაც ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანას გაუსწრო.[1]

2012 წლიდან ვატო ლეჟავა კანცლერის ამპლუაში მართავს საქართველოში ყველაზე რეიტინგულ უმაღლესი განათლების დაწესებულებას, თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტს, რომელმაც გააორმაგა მიღება, შეინარჩუნა სწავლის მაღალი ხარისხი და კურსდამთავრებულთა დასაქმების მაღალი მაჩვენებელი.[1]

2014-2016 წლებში ის ახორციელბდა კახა ბენდუქიძის მიერ შექმნილი ფონდის დირექტორის ფუნქციებს, რომელმაც უპრეცედენტო ინვესტიცია აქვს განხორციელებული საქართველოს უმაღლეს განათლებაში ჩადებული 50 მილიონი დოლარის სახით.[1]

2016 წლის აგვისტოდან ვატო ლეჟავა ინიშნება თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების რექტორად.

როგორც საკონსულტაციო კომპანიის „რეფორმატიკის“ დამფუძნებელი და პარტნიორი, ის ამჟამად კონსულტაციებს უწევს ცენტრალური ევროპის, აფრიკისა და აზიის რამდენიმე ქვეყნის მთავრობას.

იყო საქართველოს რაგბის კავშირის საბჭოს წევრი (2011-2015).[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 1.7 Reformatics team members: Georgia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-24. ციტირების თარიღი: 2016-05-26.