ვასქენიანის თეოლოგიური აკადემია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასქენიანის თეოლოგიური აკადემია

ვასქენიანის თეოლოგიური აკადემია ასევე ცნოილი, როგორც ვაზგენიანის სემინარიასომხური სამოციქულო ეკლესიის სემინარია, რომელიც მდებარეობს სევანის ნახევარკუნძულზე, სევანის ტბის მახლობლად. აკადემია ფუნქციონირებს ეჩმიაძინის ყოვლადწმინდა ტაძრის ზედამხედველობის ქვეშ.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასქენიანის თეოლოგიური აკადემიის ხედი სევანის მონასტრიდან

ვასქენიანის ეოლოგიური აკადემია ხელახლა დაარსდა 1990 წელს.[1] აკადემია კათოლიკოს ვასქენ I-ის დროს გაიხსნა. აკადემიის გახსნა გარეგინ II-ის პირდაპირი ინიციატივაც იყო, რომელიც იმ დროისთვის სომხური კათოლიკური ეკლესიის უზენაესი პატრიარქი და არარატის პონტიფიკატი დიოცეზი იყო.

ვასქენიანის სემინარიის არსებობის ხანაში აკადემიას ყოველთვის ზედამხედველობდნენ კათოლიკოსები. აკადემიას რამდენიმე დეკანი ჰყავდა: ხორენ მარტიროსიანი, სასუნ ვარდანიანი, არქიმანდრიტი არაქელ ქარამიანი (მოგვიანებით არქიეპისკოპოსი), მინას მარტიროსიანი, ბაგრატ გალსთანიანი (მოგვიანებით არქიეპისკოპოსი), გარეგინ ჰარუთჯუნიანი და მკრტიჩ პროშიანი (2004 წლიდან დღემდე).

დაარსების დღიდან აკადემიის პროგრამები და განრიგი იცვლება. სემინარია მასპინძლობს სხვადასხვა სიმპოზიუმს. აკადემიას ყოველწლიურად ასობით პილიგრიმი სტუმრობს.

ნაგებობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემია ზამთარში

ვასქენიანის აკადემია სევანის ტბის მახლობლად, სევანის ანხევარკუნძულზე მდებარეობს. თავდაპირველად სემინარიას ჰქონდა დამხმარე შენობა, რომელიც კათოლიკოს მკრტიჩ ხრიმიანის (1892-1907) ზედამხედველობით აიგო. 1990-იანი წლების დასაწყისში აქ საკლასო ოთახები, საერთო საცხოვრებელი და სასადილო ოთახი ფუნქციონირებდა. სემინარიის ზრდასთან ერთად სემინარიის საკუთრებაც გაფართოვდა და მას ქვის შენობა დაემატა, რომლებშიც საკლასო ოთახები განთავსდა. თავდაპირველი შენობა საერთო საცხოვრებელი გახდა. სასადილო დარბაზი ამ ორ შენობას შორის მოათავსეს. აკადემიას კიდევ ერთი შენობა 2004 წელს დაემატა და მისი ტევადობა კიდევ უფრო გაიზარდა აზალი საერთო საცხოვრებლის შექმნით.

აკადემია მოიცავს წმინდა კარაპეტისა და წმინდა მოციქულთა ეკლესიებს. აკადმია მოიცავს 5 სალექციო დარბაზ, ბიბლიოთეკასა და ოფისებს.

პროგრამები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიის ხედი

მას შემდეგ, რაც ვასქენიანის თეოლოგიურ აკადემიაში სტუდენტთა რაოდენობა ძალიან გაიზარდა, სტუდენტები მე-4, მე-5 და მე-6 საგანმანათლებლო წელს გევორქიანის თეოლოგიურ სემინარიაში აგრძელებენ. სემინარიის სასწავლო გეგმის საფუძველი მოიცავ თეოლოგიას, ისტორიას, ლიტერატურას, ხელოვნებას, ახალ და ძველ აღთქმას, ლიტურგიასა და სომხური ეკლესიის ტრადიციას. ყოველწლიურად სტუდენტებმა დიდი რაოდენობით წერილობითი ნაშრომი უნდა შექმნან, რომელითაც საარქივო და ისტორიული მიზნით ყოველწლიურად კატალოგები და შრომები დგინდება. 2005 წელს სემინარიაშის მნიშვნელოვანი ნაშრომების თარგმნის პროგრამა ამოქმედდა. მთარგმნელობითი ნიჭის მქონე სტუდენტები მთავარ ნაშრომებს ინგლისურ, რუსულ და სხვა ენებზე თარგმნიან. თარგმანები რედაქტირდება და იბეჭდება. 2005 წლიდან აკადემიაში მოქმედებს მწვანე თეოლოგიის პროგრამა, რომელიც ეკოლოგურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას.[2]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „Armenia's diaspora funds a religious revival“. The Christian Science Monitor. April 16, 2007. ციტირების თარიღი: 20 February 2010. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |coauthors= (დახმარება)
  • Mother See of Holy Etchmiadzin: Vaskenian Theological Academy

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. History of the Academy. Mother See of Holy Etchmiadzin official website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-05-30. ციტირების თარიღი: 2019-11-06.
  2. Special Programs. Mother See of Holy Etchmiadzin official website. ციტირების თარიღი: 2009-08-24