ვასო ჩიგოგიძე
ვასო ჩიგოგიძე | |
---|---|
ვასო ჩიგოგიძე 2021 წელს | |
დაბადების სახელი | ვასილ ჩიგოგიძე |
დაბადების თარიღი |
26 აპრილი, 1952 მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
რეზიდენცია | ოზურგეთი, გურია |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტი |
საქმიანობა | რეჟისორი |
დამსაქმებელი | ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი |
რელიგია | მართლმადიდებელი |
შვილ(ებ)ი | მიხეილი და სალომე |
ჯილდოები |
ვასილ (ვასო) ჩიგოგიძე (დ. 26 აპრილი, 1952, მახარაძე, ახლანდ. ოზურგეთი, საქართველოს სსრ) — ქართველი თეატრის რეჟისორი და მსახიობი, ოზურგეთის ალ. წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.[1]
საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), ღირსების ორდენის კავალერი (1998),[2] კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატი (2018).[3] გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ადრეული წლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვასო ჩიგოგიძე დაიბადა 1952 წლის 26 აპრილს ქალაქ ოზურგეთში. დედა — ვალიდა გეგენავა პოლიკლინიკის ექთანი იყო, ხოლო მამა — კლავდიუს ჩიგოგიძე — ეპიდსადგურის დეზგანყოფილების გამგე.
1969 წელს ჩიგოგიძემ დაამთავრა ოზურგეთის ნიკოლოზ ოსტროვსკის სახელობის N2 საშუალო სკოლა (დღეს ნოდარ დუმბაძის სახელობის N2 საჯარო სკოლა). 1970 წელს ჩაირიცხა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტზე, პროფესორ დიმიტრი ალექსიძის კლასში.[4] 1974 წელს ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის თეატრში დადგა სადიპლომო სპექტაკლი ვასილ შუშკინის პიესა „ენერგიული ადამიანები“. გავლილი აქვს მოსკოვში, უმაღლესი სარეჟისორო კურსების ა. გონჩაროვისა (1975 წ.) და მ. ზახაროვის (1983 წ.) ლაბორატორიები.
თეატრალური მოღვაწეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1974–1975 წლებში ვასილ ჩიგოგიძე იყო თბილისის მეტეხის ახალგაზრდული თეატრის დამფუძნებელი რეჟისორი; 1975–1976 წლებში ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის (ოზურგეთის) სახელმწიფო დრამატული თეატრის რეჟისორი;[4] 1976–1980 წლებში ზუგდიდის შ. დადიანის სახელობის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლის 1 სექტემბრიდან 1996 წლის ბოლომდე იყო ალექსანდრე წუწუნავას სახელობის მახარაძის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი:[4] 1996–1998 წლებში ტელეკომპანია „გურია“-ს სამხატვრო ხელმძღვანელი; 1998–2003 წლებში გურიის კულტურის სამხარეო სამმართველოს უფროსი; ზუგდიდის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი (2000 წლამდე); 2000-2003 წლებში ოზურგეთის რაიონის გამგებლის მოადგილე; 1985 წლიდან დღემდე საქართველოს თეატრალური საზოგადოების გამგეობის წევრი, ხოლო 2018 წლიდან ამავე საზოგადოების გურია-სამეგრელოს განყოფილების თავმჯდომარე.[5]
2009 წლიდან ლიეტუვის და საქართველოს მეგობრობის ცენტრის (არასამთავრობო ორგანიზაცია) თანათავმჯდომარე;[6] ესპანეთის, საფრანგეთის, ეგვიპტისა და ლიეტუვის ბავშვთა და მოზარდთა ხელოვნების საერთაშორისო კონკურსებისა და ფესტივალების „BUEN VIAJE” სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული ხალხური სიმღერის საერთაშორისო ფესტივალის „ჩვენ მშვიდობა“ მთავარი რეჟისორი; გურიაში გ. სალუქვაძის სახელობის საერთაშორისო კონკურს-ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელი;[6] ოზურგეთში ფოლკლორის ცენტრის შექმნის იდეის ერთ-ერთი ავტორი და დამფუძნებელი.
2013 წლის 5 სექტემბრიდან დღემდე — ოზურგეთის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; 2016 წლიდან ნოდარ დუმბაძის სახელობის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალის იდეის ავტორი, დამფუძნებელი და სამხატვრო ხელმძღვანელია;[7] 2016 წლიდან დღემდე ქ. ოზურგეთის საკრებულოს წევრი;[8] 2019 წელს გახდა ევრაზიის თეატრებისა და ფესტივალების ასოციაციის თანადამფუძნებელი.
ჰყავს ორი შვილი — მიხეილი და სალომე.[4]
ფლობს ქართულ, რუსულ ენებს, საბაზისოდ — გერმანულ და ესპანურ ენებს.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1985 წელს ვასო ჩიგოგიძეს გადაეცა მედალი „შრომითი მამაცობისათვის“. 1986 წელს გახდა საქართველოს სახელმწიფო პრემიის „ხუთწლედის მატიანე“ ლაურეატი; 1988 წელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე;[9] 1998 წლის 23 აპრილს ქართული თეატრალური ხელოვნების განვითარებაში და მისი პოპულარიზაციის საქმეში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდა „ღირსების ორდენით“.[10] 2012 წლის 27 აპრილს ოზურგეთის სახელმწიფო თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[11] 2018 წელს ვასო ჩიგოგიძეს კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემია გადაეცა. 2018 წლის 12 ოქტომბერს მიენიჭა ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება.
2020 წელს აირჩიეს გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრის, კინოს, მეცნიერთა და საზოგადო მოღვაწეთა აკადემიის აკადემიკოსად.[12]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კოტე ნინიკაშვილი, ვასო ჩიგოგიძე, თბილისი: „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“, 2014. — 199 გვ, ISBN 978-9941-0-5533-1.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „ვასო ჩიგოგიძე“ ვიკისაწყობში.
- დონ კიხოტი საქართველოდან — ქართული თეატრის ელექტრონული არქივი
- „გამარჯობათ, ხალხო!“[მკვდარი ბმული] — „გურიის მოამბე“
- ვასო ჩიგოგიძე Facebook-ზე
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ ოზურგეთის თეატრი 150. ghn.ge (29 ივნისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2020.
- ↑ ოზურგეთში დღეს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის დაარსებიდან 150 წლისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართება. „ინტერპრესნიუსი“ (05 ივლისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2020.
- ↑ ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 16 მაისი, 2020.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 კოტე ნინიკაშვილი,, ვასო ჩიგოგიძე, თბილისი: „საქართველოს თეატრალური საზოგადოება“, 2014, ISBN 978-9941-0-5533-1.
- ↑ ფოთის თეატრში გურია-სამეგრელოს რეგიონის ოთხი თეატრის კოლექტივის შეხვედრა გაიმართა. „ინტერპრესნიუსი“ (4 მაისი, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ↑ 6.0 6.1 „იუბილარი — მთის ჩიტი“ // „გურიის მოამბე“, ოზურგეთი, 28 აპრილი, 2014, № 16 (568), გვ. 4.
- ↑ ოზურგეთის თეატრი — 150, თბილისი: „თანამედროვე ქართული თეატრის კვლევის ცენტრი“, 2018. — გვ. 181, ISBN 978-9941-27-927-0.
- ↑ ქალაქ ოზურგეთის მერი შუალედურ არჩევნებში გამოცხადებული ნდობისთვის ადგილობრივებს მადლობას უხდის. „ინტერპრესნიუსი“ (23 მაისი, 2016). ციტირების თარიღი: 16 ივნისი, 2020.
- ↑ ოზურგეთის თეატრის სახელობითი ვარსკვლავის გახსნა. საქართველოს კულტურის პალატა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-10. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ↑ ვ. ჩიგოგიძის ღირსების ორდენით დაჯილდოების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (23 აპრილი, 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-16. ციტირების თარიღი: 12 ოქტომბერი, 2020.
- ↑ გიორგი გირკელიძე. (13 მაისი, 2013) ოზურგეთში ჯემალ ჭკუასელის ვარსკვლავი იხსნება. „გურია NEWS“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-02-01. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ↑ მარინა ჩიხლაძე. (2 ივლისი, 2020) საპატიო წოდება ოზურგეთის თეატრის ხელმძღვანელს, ვასო ჩიგოგიძეს. „გურიანიუსი“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 სექტემბერი, 2020. ციტირების თარიღი: 8 სექტემბერი, 2020.
- ყველა სტატია მკვდარი გარე ბმულით - მარტი 2021
- დაბადებული 1952
- დაბადებული 26 აპრილი
- ოზურგეთში დაბადებულები
- ქართველი თეატრის რეჟისორები
- საქართველოს ღირსების ორდენის კავალრები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- XX საუკუნის რეჟისორები
- XXI საუკუნის რეჟისორები
- საქართველოს სსრ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები
- კოტე მარჯანიშვილის სახელობის პრემიის ლაურეატები
- ოზურგეთის საპატიო მოქალაქეები