ვასილ ფავლენიშვილი (გ. 1942)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვასილ ფავლენიშვილი.

ვასილ ივანეს ძე ფავლენიშვილი (ფავლენოვი; დ. 10 მაისი, 1863 — გ. 1942) — თავადი, ქართველი სამხედრო პირი, რუსეთის იმპერიის არმიის პოლკოვნიკი (1914).

დაამთავრა ელიზავეტგრადის სამხედრო პროგიმნაზია და თბილისის იუნკერთა ქვეითი სასწავლებელი. სამხედრო სამსახურში იყო 1879 წლიდან. მსახურობდა ქართველ გრენადერთა მე-14, 1910-1913 წლებში — კავკასიის მე-5 მსროლელთა პოლკში. 1900 წელს მიიღო კაპიტნის, 1910 წელს — პოდპოლკოვნიკის ჩინი. I მსოფლიო ომის (1914-1918) დაწყების შემდეგ პოლკოვნიკის წოდებით მსახურობდა კავკასიის მე-9 მსროლელთა პოლკში. 1916 წელს გადაყვანილია კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბის რეზერვში. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის III (1905) და II (1915), წმ. ანას III (1911), წმ. ვლადიმერის IV (1916) ორდენებით, გიორგის ოქროს იარაღით „მამაცობისათვის“ (1917) და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენით (1917).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]