ვასილ სტუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ სტუსი
უკრ. Василь Семенович Стус
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1938(1938-01-06)[1]
დაბადების ადგილი Rakhnivka
გარდაცვალების თარიღი 4 სექტემბერი, 1985(1985-09-04)[2] [3] [1] (47 წლის)
გარდაცვალების ადგილი Perm-36, რსფსრ, სსრკ
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
საქმიანობა ჟურნალისტი, პოეტი[1] , ადამიანის უფლებათა დამცველი, მთარგმნელი[1] , მწერალი და ლიტერატურული კრიტიკოსი[1]
ენა უკრაინული ენა
მოქალაქეობა  სსრკ
ალმა-მატერი დონეცკის ეროვნული უნივერსიტეტი
ჯილდოები ანტონოვიჩების ფონდის პრემია და სახელმწიფოს ორდენი
მეუღლე Q78481069?
შვილ(ებ)ი Dmytro Stus
ხელმოწერა

ვასილ სემიონოვიჩ სტუსი (უკრ: Васи́ль Семе́нович Стус; დ. 6 იანვარი, 1938, რახვნიკა, უსსრ ― გ. 4 სექტემბერი, 1985, პერმ-36, რსფსრ) ― უკრაინელი პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურის კრიტიკოსი, ჟურნალისტი და უკრაინის დისიდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. პოლიტიკური შეხედულებების გამო, მისი ნაშრომები საბჭოთა რეჟიმმა აკრძალა და 13 წელი ტყვეობაში გაატარა. 2005 წლის 26 ნოემბერს უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშენკომ ვასილ სტუსი უმაღლესი სახელმწიფო ტიტულით, უკრაინის გმირის წოდებით დააჯილდოვა.[4] სტუსი უკრაინის ერთ-ერთ მოწინავე პოეტად მიიჩნევა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ სტუსი 1938 წლის 6 იანვარს რახნივკაში (ვინიციის ოლქი, დღევანდელი უკრაინა), გლეხის ოჯახში დაიბადა. მომდევნო წელს მშობლები, სემიონ დემიანოვიჩი და ირინა იაკივნა სტალინოში (დღევანდელი დონეცკი) გადავიდნენ. ვასილი უკრაინულ ენასა და პოეზიას დედამ აზიარა, რომელიც მას უკრაინულ ხალხურ სიმღერებს უმღეროდა.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვასილ სტუსი სტალინოს პედაგოგიური ინსტიტუტის (დღევანდელი დონეცკის უნივერსიტეტი) ისტორიისა და ლიტერატურის განყოფილებაში ჩაირიცხა. 1959 წელს ინსტიტუტი წარჩინებით დაამთავრა. სწავლის დასრულების შემდეგ სტუსი მცირე ხნით კიროვოგრადის ოლქის სოფელ ტაუჟნიაში უკრაინულ ენასა და ლიტერატურას ასწავლიდა. შემდეგ ორი წლით საბჭოთა არმიაში მსახურობდა. უნივერსიტეტში სწავლისა და ურალის მთებში სამხედრო სამსახურის დროს სტუსიმ ლექსების წერა და იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთესა და რაინერ მარია რილკეს ლექსების უკრაინულ ენაზე თარგმნა დაიწყო. მისი თარგმანები მოგვიანებით სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ბრძანებით გაანადგურეს და დაკარგულია.

სამხედრო სამსახურის შემდეგ, 1960-1963 წლებში სტუსი გაზეთის „სოციალისტური დონბასი“ რედაქტორად მუშაობდა. 1963 წელს კიევში, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის შევჩენკოს ლიტერატურის ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამაზე ჩაირიცხა.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უკრაინის გმირი (2005 წლის 26 ნოემბერი, გარდაცვალების შემდეგ)
  • უსსრ-ის ტარას შევჩენკოს სახელობის სახელმწიფო პრემია (1991, გარდაცვალების შემდეგ)
  • იაროსლავ ბრძენის V ხარისხის ორდენი (1997, გარდაცვალების შემდეგ)

ლექსების კრებულები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „წრე“ (1965)
  • „ზამთრის ხეები“ (1970)
  • „მხიარული სასაფლაო“ (1971)
  • „შემოქმედების დრო“ (1972)
  • „პალიმფსესტები“ (1971-1977)

დამატებითი ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Stus, Vasyl (July 1977). „The case of Vasyl Stus. Persecuted poet“. Index on Censorship. 6 (4): 13–14. doi:10.1080/03064227708532669. S2CID 140510564.
  • Svitlychna, Nadia (February 1986). „The death of Vasyl Stus“. Index on Censorship. 15 (2): 34–37. doi:10.1080/03064228608534045. S2CID 146189322.
  • Kostash, Myrna (1998). „Inside the Copper Mountain“, The doomed bridegroom: a memoir. Edmonton: New West Press, გვ. 34–70. ISBN 978-1896300382. 
  • Стус, Дмитро (2005). {{{title}}} (Ukrainian). Kiev: Факт. 
  • Pavlyshyn, Marko (Winter 2010). „Martyrology and literary scholarship: the case of Vasyl Stus“ (PDF). The Slavic and East European Journal. 54 (4): 585–606. JSTOR 23345041. დაარქივებულია (PDF) ორიგინალიდან — 5 May 2016.
  • Achilli, Alessandro (2013). „Vasyl' Stus and Russian culture: a complex issue“. Australian & New Zealand Journal of European Studies. 5 (2): 37–44.
  • Achilli, Alessandro (September 2015). „Vasyl' Stus and death: on the thirtieth anniversary of his death“. Krytyka.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]