ვასილ კუშნარიოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვასილ კუშნარიოვის სახლი
რუს. Дом Василия Кушнарёва
ДД ВС Пукшкарева - Пушкинская,51 DSCN0239.JPG
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
ტიპი აღმოსავლური სტილი
გახსნის თარიღი 1900-იანი წლები
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი

ვასილ კუშნარიოვის სახლი (რუს. Дом Василия Кушнарёва) — შენობა დონის როსტოვში (როსტოვის ოლქი, რუსეთი). მდებარეობს პუშკინის ქუჩაზე (სახლი 51). სავაჭრო სახლი ააშენეს 1900-იანი წლების დასაწყისში[1]. თავდაპირველად იგი ეკუთვნოდა ვასილ კუშნარიოვს, ცნობილი როსტოველი ფაბრიკანტის იაკობ კუშნარიოვის ძმას[2]. ამჟამად შენობაში განთავსებულია რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამმართველო[1]. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის რეგიონალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სავაჭრო სახლი ააშეეს 1900-იანი წლების დასაწყისში, იაკობ კუშნარიოვის თამბაქოს ფაბრიკის ახლოს. სახლი ეკუთვნოდა, მის უფროს ძმას ვასილ კუშნარიოვს. სავაჭრო სახლის ეზოსთან იყო გასასვლელი პრესტიჟულ „ბუფის საზაფხულო თეატრ-ბაღში“. კუშნარიოვის სახლში განთავსებული იყო რესტორანი, ღია ვერანდით სასახლის მხარეს[2].

1920-იან წლებში. საბჭოთა ხელისუფების დამყყარების შემდეგ მოახდინეს სახლის ნაციონალიზაცია და გადასცეს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბს[1]. კუშნარევის ყოფილ სავაჭრო სახლში გახსნეს სასადილო. მეორე მსოფლიო ომის წლებში განადგურდა შენობის სახურავი, რომელიც მოგვიანებით აღადგინეს მცირე ცვლილებებით[2]. 2002 წელს ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის შტაბმა დაიწყო შენობის რეკონსტრუქცია, რომლის დროსაც შეუცვალეს სახურავი და გადააკეთეს ფასადი[4].

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილ კუშნარიოვის სახლის ფასადი გაფორმებულია აღმოსავლურ სტილში, რომელიც დამახასიათებელი იყო ამ პერიოდის საკლუბო შენობებისათვის. ნაგებობა ორსართულიანია, რომელიც დგას მაღალ ცოკოლზე. მეორე სართულის ფანჯრის ღიობებს აქვს ნახევარწრიული ფორმა. ფასადი სრულდება მაღალი კარნიზით და დაბალი პარაპეტით. ნაგებობა შემკულია აღმოსავლური დეკორატიული ორნამენტებით. თავდაპირველად სახურავზე იდგა გუბათი, ხოლო სახლის აღმოსავლეთ ნაწილში იყო მარმარილოს სახურავი[2].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Доходный дом В.С. Кушнарева. voopiik-don.ru. წაკითხვის თარიღი: 2013-11-05.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 Волошинова Л. Ф. Пушкинская улица. — Ростов-на-Дону: «Донской издательский дом», 2000. — С. 103—106. — (Серия "Судьбы улиц, площадей, зодчих"). — ISBN 5-87688-250-X.
  3. Ростов-на-Дону (объекты культурного наследия регионального значения). Официальный портал Правительства Ростовской области. წაკითხვის თარიღი: 2013-09-23.
  4. Елена Слепцова. (2012-06-06) Армия воюет с культурой?. Наше Время. წაკითხვის თარიღი: 2013-11-06.