ვასილ ელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ვასილ ელაშვილი
დაბ. თარიღი 10 სექტემბერი, 1914
დაბ. ადგილი დნეპროპეტროვსკი
გარდ. თარიღი 22 ნოემბერი, 1997
გარდ. ადგილი თბილისი
სამეცნიერო სფერო სპორტი
მუშაობის ადგილი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია
ალმა-მატერი საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია
სამეცნიერო ხარისხი პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი

ვასილ ივანეს ძე ელაშვილი (დ. 10 სექტემბერი, 1914, დნეპროპეტროვსკი — გ. 22 ნოემბერი, 1997, თბილისი) — ქართველი სპორცმენი, მოფარიკავე; ფიზიკური კულტურისა და სპორტის მოღვაწე; პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1977), პროფესორი (1979); საქართველოს ფიზიკური კულტურისა და სპორტის დამსახურებული მუშაკი (1987), ქართული ეროვნული სპორტული სახეობების მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია 1941 წელს. 1941 წლიდან მუშაობდა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემიაში; 1949-1975 წლებში განაგებდა ფიზიკური კულტირის თეორიისა და მეთოდიკის კათედრას; 1976 წლიდან იყო ამავე კათედრის პროფესორი; შეისწავლიდა სასკოლო ფიზიკური აღზრდის პრობლემებს; დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული ხალხური მოძრავი თამაშების, ფიზიკური ვარჯიშების აღდგენისა და დანერგვის საქმეში; არის მრავალი სამეცნიერო შრომის, მათ შორის 10 მონოგრაფიის ავტორი; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იუნესკოსთან არსებული სპოტრის ისტორიისა და ფიზიკური აღზრდის საერთაშორისო კომიტეტის, წევრ-კორესპონდენტი;
  • ქართული ენციკლოპედიის სპორტის სამეცნიერო საბჭოს, აქტიური წევრი.

ბიბლიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ფიზიკური აღზრდის ქართული ხალხური პედაგოგიკა, თბ., 1989;
  2. სასკოლო ფიზიკური აღზრდის ზოგიერთი პრობლემა, თბ., 1989;
  3. ქართული ჭიდაობა, თბ., 1975;
  4. Традиции грузинской народной физической культуры и современность, Тб., 1973;
  5. სპორტის ხალხური სახეობანი ფიზიკური აღზრდის საბჭოურ სისტემაში, თბ., 1966;
  6. სპორტული წვრთნის საკითხები, თბ., 1964;
  7. მშვილდოსნობა, თბ., 1959;
  8. Парикаоба (хевсурское фехтование), Тб., 1956.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]