შინაარსზე გადასვლა

ვასილ ბერეჟნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილ ბერეჟნი
უკრ. Василь Павлович Бережний
დაბადების თარიღი 26 ივნისი, 1918(1918-06-26)
დაბადების ადგილი ბახმაჩი
გარდაცვალების თარიღი 19 მარტი, 1988(1988-03-19) (69 წლის)
გარდაცვალების ადგილი კიევი
დასაფლავებულია ბაიკოვეს სასაფლაო
საქმიანობა ჟურნალისტი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი და მთარგმნელი[1]
მოქალაქეობა უკრაინის სახალხო რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები სამამულო ომის მე-2 ხარისხის ორდენი

ვასილ ბერეჟნი (დ. 26 ივნისი, 1918, ბახმაჩი, ახლანდ. ჩერნიჰივის ოლქი — გ. 19 მარტი, 1988, კიევი) — უკრაინელი მწერალი. ჰალინა ბერეჟნას მამა. 1952 წელს დაამთავრა კიევის უნივერსიტეტი. მუშაობდა ბახმაჩის, ჩერნიჰივის, კიევის გაზეთების რედაქციებში, ჟურნალებში „ვიტჩიზნა“, „დნიპრო“, „უკრაინა“. მისი ნამუშევრები ძირითადად სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრისაა. დაწერილი აქვს რიგი საბავშვო წიგნები, სალიტერატურათმცოდნეო ნარკვევი „ოლეს ჰონჩარი“ (1978), თარგმნიდა თანამედროვე რუსი მწერლების რომანებსა და პიესებს. ვასილ ბერეჟნის სამეცნიერო-ფანტასტიკურმა ნამუშევრებმა გააფართოვეს უკრაინული ლიტერატურის ჰორიზონტი.[2]

ძირითადი ნაწარმოებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • „მსოფლიოს ვარსკვლავებში“, კიევი, 1956;
  • „ოაზისი ყინულებში“, კიევი, 1960;
  • „ჭეშმარიტება გვერდითაა“, კიევი, 1965;
  • „ყინულის ფარის ქვეშ“, კიევი, 1971;
  • „ჰაერის ლინზა“, კიევი, 1975;
  • „სენსაცია მარსზე“, კიევი, 1975;
  • „კოსმოსური გოლფსტრიმი“, კიევი, 1980;
  • „საათის სპირალზე“, კიევი, 1985;
  • „ლაბირინთი“, კიევი, 1986;
  • „მოგზაურობა ბოლო გარეშე: ლიტერატურულ-კრიტიკული სტატიები“, კიევი, 1986;
  • „რჩეული ნაწარმოებები“, კიევი, 1988.
  1. Czech National Authority Database
  2. Олійник, О. І.. Бережний Василь Павлович uk. Енциклопедія Сучасної України [Електронний ресурс]. Інститут енциклопедичних досліджень НАН України (2003). ციტირების თარიღი: 25 მარტი, 2023