ვასილ აბდუშელიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბდუშელიშვილი.

ვასილ გიორგის ძე აბდუშელიშვილი (დ. 30 აპრილი, 1887, სოფ. შალაური — გ. 15 იანვარი, 1948, თბილისი) — ქართველი პედაგოგი, მეთოდისტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე. დამსახურებული მასწავლებელი (1939).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკური ფაკულტეტი. მათემატიკის მასწავლებლად მუშაობდა თბილისის ქართულ გიმნაზიაში, ქიმიის ტექნიკუმში, I ათწლიან სკოლაში, I საცდელ-საჩვენებელ, მე-14 და მე-18 საშუალო სკოლებში. გამოქვეყნებული აქვს სტატიები მათემატიკის სწავლების საკითხებზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]