ვასილი ვლასოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
ვასილი ვლასოვი

ვასილი ვლასოვი (რუს. Васи́лий Макси́мович Вла́сов; დ. 27 ივნისი, 1995, მოსკოვი, რუსეთის ფედერაცია) — რუსი პოლიტიკოსი. 2016 წლის 5 ოქტომბრიდან რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას VII მოწვევის დეპუტატი, ფიზკულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის საკითხების კომიტეტის წევრი.[1]

არის რუსეთის ფედერაციის ფედერალური კრების სახელმწიფო დუმას vii მოწვევის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი.[2]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სწავლობდა მოსკოვის № 1350-ე საშუალო სკოლაში, მათემატიკისა და ფიზიკის გაძლიერებული სწავლებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა მოსკოვის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის სოციალურ-ჰუმანიტარული განათლების ინსტიტუტში, აგრეთვე დაამთავრა ვლადიმერ ჟირინოვსკის მიერ შექმნილი „მსოფლიო ცივილიზაციების ინსტიტუტი“.

მუშაობა რლდპ-ში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

16 წლის ასაკში დაიწყო მუშაობა რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში.[3] მოგვიანებით, გახდა პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის მოსკოვის ფილიალის ხელმძღვანელის მოადგილე; აგრეთვე იყო პარტიის ლიდერის, ვლადიმერ ჟირინოვკის დამხმარე, მისი მისაღების ხელმძღვანელი და დუმას დეპუტატების, სიკორსკის და ჟურკოს დამხმარე. შემდეგ, გახდა ჯერ მოსკოვის, შემდეგ კი სრულიად რუსეთის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

დუმას დეპუტატობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წელს გახდა დუმას მეშვიდე მოწვევის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი,[4] რის შემდეგაც გაიარა ტესტი პოლიგრაფზე.[5] არჩევნებში, მონაწილეობა მიიღო 198-ე ლენინგრადის საარჩევნო ოლქში (ქ. მოსკოვი),[6] სადაც დაიკავა მესამე ადგილი. პირველ ადგილზე გავიდა გალინა ხოვანსკაია, მეორეზე კი იულია გალიამინა.[7] ვლასოვი აგრეთვე შეიყვანეს რლდპ-ის მოსკოვის სიაში, რომლიდანაც იგი დუმაში მოხვდა.[8]

კანონპროექტები და იდეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2016 წლის ოქტომბერში შეიტანა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა ხმის მიცემის უფლების მიცემას 16 წლიდან.[9] იდეას მხარი დაუჭირეს ფრაქციის სხვა დეპუტატებმა, ალექსეი დიდენკო და ბორის ჩერნიშოვმა.[10] მალევე, პროექტი კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა.[11] საარჩევნო ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის, ევგენი სუჩკოვის თქმით, 16 წლის ასაკში ადამიანი ჯერ კიდევ ახალგაზრდაა და ვერ ერკვევა პოლიტიკაში. ამ აზრს დაეთანხმა რუსეთის მთავრობა და თავად სახელმწიფო დუმა, რომელმაც უარი თქვა კანონპროექტის განხილვაზე.[12][13] 2017 წლის 19 ოქტომბერს, დუმას თავმჯდომარედ, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა თანხმობა, დაეწყოთ დისკუსია კანონპროექტზე.[14]

ვლასოვის შემდეგი კანონპროექტის მიხედვით, 16 წლის მოქალაქეებს უნდა მისცემოდათ პოლიტიკურ პარტიებში გაწევრიანების უფლება. მან გაზი გაუსვა იმას, რომ მოზარდებს არ უნდა დაეკისროთ წევრის შენატანი.[15][16] კანონპროექტი კვლავ ვერ გავიდა დუმაში.

2017 წლის 17 დეკემბერს სთხოვა მოსკოვის მერ სერგეი სობიანინს, მოსკოვში ვიდეობლოგერების ცენტრალურისახლი შეექმნა.[17]

2017 წლის 10 ნოემბერს სთხოვა მაქსიმ ტოპილინს, არამწეველი მოქალაქეებისთვის სამუშაო კვირა შეემოკლებინა.[18]

2017 წლის 14 დეკემბერს გამოვიდა წინადადებით, შემოეღოთ მე-12 კლასი, ხოლო საზაფხულო სასკოლო არდადეგები კიდევ ერთი თვით გაეხანგრძლივებინათ.[19][20] რუსეთის მეცნიერებისა და განათლების სამინისტრომ იდეა არ მოიწონა.[21]

2018 წლის 12 იანვარს შესთავაზა განათლების და მეცნიერების მინისტრ, ოლგა ვასილიევას, გაეუქმებინა სწავლა შაბათობით.[22]

2018 წლის 21 მაისს მიმართა რუსეთის მშენებლობის სამინისტროს და რუსეთის ბანკს; მოუწოდა მათ, იპოთეკური სესხის აღების მინიმალური ასაკი 14 წლამდე დაეწიათ.[23][24]

შეხედულებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 30 ოქტომბერს კომენტარი გააკეთა კევინ სპეისის კამინგ-აუტთან დაკავშირებით:[25]

ამერიკულ შოუ-ბიზნესში ბევრი ჰომოსექსუალისტია, მაგრამ ყველა ამას არ აღიარებს. რუსულმა მხარემ არ უნდა გააკეთოს კომენტარი სპეისის აღიარებასთან დაკავშირებით — ინფორმაციის ამ საფუძველს ხელოვნურად გადასცემენ მას-მედიას

2018 წლის 1 ივლისს გააკეთა კომენტარი რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მიერ ესპანეთის წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვების შესახებ:[26]

ჩვენები მაგარი ყოჩაღები არიან. რაღა თქმა უნდა, გამართლება ჩვენ მხარეს იყო. ჩვენ მხარეს იყო ისიც, რომ ესპანელებს გარკვეული კრიზისი ჰქონდათ

2018 წლის ივლისში კომენტარიი გააკეთა დომაგოი ვიდას და ოგნენ ვუკოევიჩის სკანდალურ საქციელთან დაკავშირებით:[27]

ყოველთვის ვამბობდი, რომ სპორტი და პოლიტიკა ცალკე უნდა იყოს. მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში ტარდება რუსეთში და ყველა პოლიტიკური უთანხმოება ფრჩხილების გარეთ უნდა დავტოვოთ. შეგვიძლია ყურადღება მივაქციოთ იმას, თუ როგორ ისხდნენ ტრიბუნაზე ხორვატიის პრეზიდენტი კოლინდა გრაბარ-კიტაროვიჩი და ჩვენი მთავრობის თავმჯდომარე დიმიტრი მედვედევი და ერთმანეთს ხელს ართმევდნენ. როდესაც ასეთი დონის შეჯიბრებები ტარდება, პოლიტიკური განცხადებები, განსაკუთრებით სპორტსმენების მხრიდან, დაუშვებელია. ფეხმურთელებმა უნდა აიღონ მაგალითი თავიანთი პრეზიდენტისგან. პოლიტიკური აზრი უნდა გამოიხატოს დებატებზე და არა სპორტული ღონისძიების დროს

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Власов Василий Максимович. www.gosduma.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-10-22. ციტირების თარიღი: 2016-10-05.
  2. „Самый богатый, самый молодой и другие «самые» депутаты новой Госдумы“. Практика. Качественная информация (რუსული). 5 октября 2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-11-07. ციტირების თარიღი: 2017-10-2. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  3. Комсомольская правда. Депутат Василий Власов: я с 13 лет в ЛДПР
  4. Исследование РБК: чем богаты депутаты новой Госдумы // Сайт РБК
  5. Екатерина Кочетова. „Только правда. 21-летний депутат ГД прошёл проверку на полиграфе в прямом эфире“. Life Новости (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-4-15. ტექსტი „15 октября 2016 года“ იგნორირებულია (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  6. Выборы депутатов Государственной Думы Федерального Собрания Российской Федерации седьмого созыва: Данные кандидата : Власов Василий Максимович / Сайт ЦИК России
  7. Сведения о проводящихся выборах и референдумах
  8. Сведения о проводящихся выборах и референдумах
  9. „ЛДПР подготовила законопроект, разрешающий голосовать с 16 лет“. РИА Новости (რუსული). 20161110T0045+0300Z. ციტირების თარიღი: 2017-09-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  10. Известия. Голосовать хотят разрешить с 16 лет
  11. Политологи не поддерживают проект о праве россиян на голосование с 16 лет
  12. Комсомольская правда. В правительстве не поддержали идею ЛДПР разрешить голосовать на выборах с 16 лет
  13. Правительство РФ не поддержало идею о голосовании с 16-летнего возраста. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-18. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
  14. „Володин допустил дискуссию о праве голосовать с 16 лет“ (რუსული). 28 сентября 2017. ციტირების თარიღი: 2017-10-2. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  15. Самые молодые депутаты фракции ЛДПР внесли закон о возможности вступления в партию с 16 лет. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-02. ციტირების თარიღი: 2018-11-06.
  16. Комсомольская правда. В Госдуме предложили разрешить вступать в партии с 16 лет
  17. „Депутат Госдумы просит Собянина создать в Москве Центральный дом видеоблогера“. ИТАР-ТАСС (რუსული). 28 сентября 2017. ციტირების თარიღი: 2017-10-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  18. Антон Новодережкин (10 ноября 2017). „В Госдуме просят Топилина сократить рабочую неделю для некурящих“. ИТАР-ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-11-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  19. „Депутат от ЛДПР предложил главе Минобрнауки ввести 12-й класс в школах“. ТАСС (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-12-17.
  20. Куличков, Михаил. „Депутат ЛДПР Василий Власов предложил ввести 12 класс в школах“. ФБА «Экономика сегодня». ციტირების თარიღი: 2017-12-17.
  21. „Минобрнауки высказалось по вопросу 12-го класса - ИА REGNUM“. ИА REGNUM (რუსული). ციტირების თარიღი: 2017-12-17.
  22. „Депутат от ЛДПР предложил главе Минобрнауки отменить учебу по субботам“. ИТАР-ТАСС (რუსული). 12 января 2018 года. ციტირების თარიღი: 2018-1-18. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  23. Михаил Найдин. „В Госдуме предложили разрешить ипотеку с 14 лет“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2018-5-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate=-ში (დახმარება)
  24. „В Госдуме предложили разрешить выдавать ипотечные кредиты россиянам с 14 лет“. Общая газета (რუსული). 21 мая 2018. ციტირების თარიღი: 2018-5-22. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  25. „«Кевин Спейси — гей. Мир не станет прежним». Что думают о каминг‐ауте актера в России“ (რუსული). 30 октября 2017. ციტირების თარიღი: 2017-10-20. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |date=-ში (დახმარება)
  26. „«Кто-то свыше направлял мячик и помогал нашей сборной» - Власов“ (რუსული). 1 июля 2018 года. ციტირების თარიღი: 2018-7-6. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)
  27. „В Госдуме оценили поступок хорватов Виды и Вукоевича“. Новости RT на русском (რუსული). 9 июля 2018. ციტირების თარიღი: 2017-8-14. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |accessdate= და |date=-ში (დახმარება)