ვასილი ალექსეევი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვასილი ივანოვიჩ ალექსეევი
Vasily Alekseyev 1970.jpg
პირადი ინფორმაცია
დაბ. თარიღი 7 იანვარი, 1942(1942-01-07)[1] [2] [3]
დაბ. ადგილი Q61042194?[4]
გარდ. თარიღი 25 ნოემბერი, 2011(2011-11-25)[5] [1] [2] [3] (69 წლის)
გარდ. ადგილი მიუნხენი[6]
სიმაღლე 186 სმ
წონა 160 კგ
სპორტი
ქვეყანა საბჭოთა კავშირი
სპორტი ოლიმპიური ძალოსნობა
კლუბი ტრუდ როსტოვ ობლასტი
ტრუდ რაზანი
ჯილდოები ლენინის ორდენი, საპატიო ნიშნის ორდენი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ხალხთა მეგობრობის ორდენი, სსრკ-ის დამსახურებული მწვრთნელი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი, მედალი „შრომის ვეტერანი“ და Honorary Citizen of Gukovo

ვასილი ალექსეევი (რუს. Василий Иванович Алексеев; დ. 7 იანვარი, 1942, მილოსლავსკის რაიონი, რიაზანის ოლქი, რუსეთის სფსრ, საბჭოთა კავშირი — გ. 25 ნოემბერი, 2011, მიუნხენი, გერმანია) — საბჭოთა ძალოსანი.[7][8] დამყარებული აქვს 80 მსოფლიო და 81 საბჭოთა რეკორდი ძალოსნობაშილი; 1972 და 1976 წლების ზაფხულის ოლიმპიადებში მოიპოვა ოქროს მედლები.[9] საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1970).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვასილი ალექსეევმა ძალოსნობაში ვარჯიში დაიწყო 18 წლის ასაკში, „Trud Voluntary Sports Society“– ში, რუდოლფ პლიკფელდერის ზედამხედველობის ქვეშ; მისი მეთვალყურეობის ქვეში 1968 წლამდე ვარჯიშობდა, ხოლო შემდეგ მარტო ვარჯიში დაიწყო. სხვა ძალოსნებისაგან განხსვავებით, იგი არ იყო ბუნებრივად დიდი ადამიანი. 1970 წლის იანვარში ალექსეევმა დააფიქსირა მისი პირველი მსოფლიო რეკორდი; 1970 წელს კი, კოლუმბიაში, ოჰაიოში, ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, იგი პირველი ადამიანი იყო, რომელმაც 227 კგ ასწია. 1970-1977 წლებში ალექსეევმა 80 მსოფლიო რეკორდი დაამყარა. როდესაც საბჭოთა კავშირის სახელით ახალ რეკორდს ამყარებდა, მას ახალ ბონუსს აძლევდნენ; ამიტომ, ალექსეევი მფოლიო რეკორდ ყოველ ჯერზე 1.1 ფუნტით, ან 0.5 კგ-ით ზრდიდა. ის იყო დაუმარცხებელი და აღნიშნული რვა წლის განმავლობაში ფლობდა მსოფლიო ჩემპიონატისა და ევროპის ჩემპიონატის ტიტულებს. ის იყო პირველი ადამიანი, რომელიც სამმაგ წონაში 600 კგ-ს აცდა.[8]

1980 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვასილი ალექსეევის პერფორმანსი არ იყო სახარბიელო. ამის შემდეგ უფრო ფართოდ გახმაურდა, რომ იგი მწვრთნელის გარეშე ვარჯიშობდა. ატაცში მისი საწყისი წონა ძალიან მაღალი იყო, რის გამოც ალექსეევმა იგი ვერ ასწია და ნულოვანი წონა დაუფიქსირდა. მოსკოვის ოლიმპიადის შემდეგ, ვასილიმ ძალოსანის კარიერა დაასრულა.[7][9]

1987 წელს, საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატების კონგრესზე ალექსიეევი რიაზანის ოლქის წარმომადგენლად აირჩიეს.[8] ალექსეიევი მწვრთნელად მუშაობდა 1990 და 1992 წლებში. მისი ხელმძღვანელობით, გაერთიანებულმა გუნდმა, 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში, ძალოსნობაში ათი მედალი მოიპოვა (მათ შორის ხუთი ოქრო).[10]

მემკვიდრეობა და ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვლადიმირ ვისოცკიმ სიმღერა სახელად „სიმღერა ძალოსნობის შესახებ“ (რუს. Песня о штангисте; 1971) ვასილი ალექსეევს მიუძღვნა.[11]

1975 წლის 14 აპრილს, ვასილი ალექსეევი Sports Illustrated-ის გარეკანზე გამოჩნდა წარწერით: „მსოფლიოს უძლიერესი ადამიანი“.[12] 1999 წელს, საბერძნეთში, ალექსიეევი აღიარეს XIX საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად. მას ასევე მიენიჭა შემდეგი ჯილდოები: ლენინის ორდენი (1972), ხალხთა მეგობრობის ორდენი, საპატიო ნიშანი (1970) და შრომის წითელი დროშის ორდენი (1972). 1993 წელს აირჩა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრად.[13]

შახტიში (ცხოვრების დიდი პერიოდი ამ ქალაქში გაატარა) არის მისი სახელობის ქუჩა და პარკი;[14] ამავე ქალაქში მისი ძეგლი დაიდგა 2011 წელს.[15]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Иванов Д. И. Русский исполин — Василий Алексеев. — 1980, Москва.
  • Маслова Г. Человек с Олимпа. 35 лет фантастическому рекорду. // Грушевский мост. — 2005. — февраль, № 1(2). — с. 10-13.
  • Майдельман О. Нас двое таких упертых родилось. Иисус Христос и я. // Кто главный. — 2007. — май. — с. 36-42.
  • Почётные граждане г. Гуково. Гуково 135. — 2013. — 71 с.
  • Ростовская область — это мы. — 2017. — 382 с. — (Спорт).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Encyclopædia Britannica
  2. 2.0 2.1 filmportal.de — 2005.
  3. 3.0 3.1 ბროკჰაუზის ენციკლოპედია / Hrsg.: Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus, Wissen Media Verlag
  4. დიდი რუსული ენციკლოპედიაМосква: Большая российская энциклопедия, 2004.
  5. http://www.nytimes.com/2011/11/28/sports/vasily-alekseyev-69-champion-weight-lifter-dies.html
  6. Deutsche Nationalbibliothek, Staatsbibliothek zu Berlin, Bayerische Staatsbibliothek et al. Record #118501917 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
  7. 7.0 7.1 Fyodorov, Gennady (25 November 2011). „Weightlifting-World record holder Alekseyev dies at 69“. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 ნოემბერი 2011. ციტირების თარიღი: 25 November 2011.
  8. 8.0 8.1 8.2 Croft, Lee B [1992] (2002) Great Athletes, Revised, Salem Press, გვ. 35–37. ISBN 1-58765-008-8. 
  9. 9.0 9.1 Vasily Alekseyev დაარქივებული 22 June 2016 საიტზე Wayback Machine. . sports-reference.com
  10. Evans, Hilary; Gjerde, Arild; Heijmans, Jeroen; Mallon, Bill. Unified Team Weightlifting at the 1992 Barcelona Summer Games. Olympics at Sports-Reference.com. Sports Reference LLC. ციტირების თარიღი: 25 November 2011
  11. Vysotsky, Vladimir (2015). Собрание сочинений в одном томе. Эксмо, გვ. 391. ISBN 978-5-457-05335-9. 
  12. „April 14, 1975 – Volume 42, Issue 15“. Sports Illustrated. 14 April 1975. ციტირების თარიღი: 13 December 2008.
  13. Weightlifting Hall of Fame. International Weightlifting Federation. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 September 2008. ციტირების თარიღი: 7 August 2008.
  14. Ivanova, Yekaterina (10 March 2012) В Шахтах появился проспект имени штангиста Василия Алексеева დაარქივებული 4 March 2016 საიტზე Wayback Machine. . rostov.kp.ru.
  15. Памятник легендарному штангисту Василию Алексееву открыт в Шахтах Ростовской области დაარქივებული 13 September 2016 საიტზე Wayback Machine. . tass.ru. 25 December 2014