ვარშავის სამეფო სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Poland-00808 - Castle Square (31215382745).jpg

ვარშავის სამეფო სასახლე — ისტორიული ძეგლი პოლონეთში, ვარშავაში, დედაქალაქის უძველესი შენობა. სასახლე ააშენა XIII საუკუნეში ბოლესლავ II გულადმა. XVI საუკუნეში იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი დი კვადროს ხელმძღვანელობით ჩაუტარდა რესტავრაცია რენესანსის სტილში, ხოლო XVIII საუკუნეში მეფის არქიტექტორმა, სანტა გუჩიმ, განახორციელა სამეფო სასახლის რეკონსტრუქცია ბაროკოს სტილში. მეფე სასახლეში გადავიდა 1611 წლიდან. XVIII საუკუნეში სასახლის ინტერიერი განაახლა სტანისლავ ავგუსტ პონიატოვსკიმ. XX საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის დროს სასახლე განადგურდა. სასახლის რეკონსტრუქცია განხორციელდა 1970-იან წლებში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]