ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“
რეჟისორი რაიან ჯონსონი
პროდიუსერი
სცენარის ავტორი რაიან ჯონსონი
ეფუძნება ვარსკვლავური ომების პერსონაჟები
ჯორჯ ლუკასი
როლებში
მუსიკა ჯონ უილიამსი[1]
ოპერატორი სტივ იედლინი[2]
მონტაჟი ბობ დაკსი[2]
სტუდია Lucasfilm Ltd.
დისტრიბუტორი Walt Disney Studios
Motion Pictures
გამოსვლის თარიღი
  • 9 დეკემბერი, 2017 (2017-12-09) (Shrine Auditorium)
  • 15 დეკემბერი, 2017 (2017-12-15) (აშშ)
ხანგრძლივობა 152 წთ.[3]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 200 მილიონი აშშ დოლარი[4]
შემოსავალი 1.334 მილიარდი აშშ დოლარი[5]

ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“ (ინგლ. Star Wars: The Last Jedi, აგრეთვე ცნობილი როგორც „ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი VIII – უკანასკნელი ჯედაი“) — ეპიკური კოსმოსური ოპერის ჟანრის ამერიკული ფილმი, რომლის სცენარის ავტორი და რეჟისორია რაიან ჯონსონი. ამ, რიგით მეცხრე სრულმეტრაჟიან მხატვრულ ფილმში „ვარსკვლავური ომების“ სერიიდან, მონაწილეობენ მსახიობები მარკ ჰემილი, კერი ფიშერი, ადამ დრაივერი, დეიზი რიდლი, ჯონ ბოიეგა, ოსკარ აიზეკი, ლუპიტა ნიონგ'ო, ენდი სერკისი, გვენდოლინ კრისტი, დონალ გლისონი და ენტონი დენიელზი, ისევე როგორც ბენისიო დელ ტორო, ლორა დერნი და კელი მარი ტრანი დამატებით როლებში. „უკანასკნელი ჯედაი“ არის ფიშერის (რომელიც 2016 წლის დეკემბერში გარდაიცვალა) მონაწილეობით გადაღებული უკანასკნელი ფილმი და ეძღვნება მის ხსოვნას. სიუჟეტის მიხედვით რეის ლუკ სკაიუოკერი ეხმარება ჯედაის ხელოვნების დაუფლებაში, იმ იმედით, რომ წინააღმდეგობა გაიმარჯვებს კაილო რენის და პირველი ორდენის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„უკანასკნელი ჯედაის“ გამოშვების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც 2012 წლის ოქტომბერში Disney გახდა Lucasfilm-ის მფლობელი. მისი პროდიუსერები არიან Lucasfilm-ის პრეზიდენტი კეთლინ კენედი და რემ ბერგმანი, ხოლო თანაპროდიუსერია „ძალის გამოღვიძების“ რეჟისორი ჯეი ჯეი აბრამსი. მუსიკის ავტორია ჯონ უილიამსი, სერიის წინა, ძირითადი ფილმების კომპოზიტორი. სკელიგ-მაიკლზე სცენები გადაიღეს 2015 წლის სექტემბერში, ხოლო ძირითადი გადაღებები მიმდინარეობდა ინგლისში, Pinewood Studios-ში, 2016 წლის თებერვლიდან და დასრულდა 2016 წლის ივლისში. 2017 წლის სექტემბერში დასრულდა წარმოების შემდგომი ეტაპი.

„უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2017 წლის 9 დეკემბერს. კინოგაქირავებაში ფილმი გამოვიდა 15 დეკემბერს. მსოფლიო მასშტაბით იგი წლის მეოთხე ყველა შემოსავლიანი ფილმი იყო, 1.334 მილიარდზე მეტი აშშ დოლარით[5], ხოლო მისი შეფასებები – ძირითადად დადებითი. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით აღნიშნეს მისი სიუჟეტური განვითარება, მსახიობთა შემადგენლობა, მოქმედებითი სცენები, ეფექტები, საუნდტრეკი და ემოციური დატვირთვა. ზოგიერთის აზრით, იგი „იმპერიის საპასუხო შეტევის“ შემდეგ „ვარსკვლავური ომების“ სერიიდან საუკეთესო ფილმი იყო.[6][7][8][9][10] მისი გაგრძელება, სკაიუოკერის აღზევება, გაგრძელების ტრილოგიის დასასრული, გამოვიდა 2019 წელს.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

წინააღმდეგობის ძალები გენერალ ლეია ორგანას მეთაურობით ტოვებენ ბაზას, მაგრამ ამ დროს მათ ესხმის პირველი ორდენის ფლოტი. პო დემერონის მეთაურობით ეფექტური, მაგრამ სახიფათო კონტრდარტყმის შედეგად წინააღმდეგობის მებრძოლები ანადგურებენ მტრის დრედნოუტს. ამავე დროს, წინააღმდეგობის ხომალდები გარბიან ჰიპერსივრცეში, მაგრამ პირველი ორდენი მათ სპეციალური სათვალთვალო საშუალებით თვალს ადევნებს. კაილო რენი, ლეიას შვილი, ანადგურებს წინააღმდეგობის დამატებით მებრძოლებს, მაგრამ ვერ ესვრის მთავარ ხომალდს, გრძნობს რა მასში დედის ყოფნას. მიუხედავად ამისა, პირველი ორდენის გამადგურებელი აფეთქებს ხომალდის ხიდს, რის გამოც იღუპება წინააღმდეგობის რამდენიმე წამყვანი მონაწილე. ლეია ამ დროს აღმოჩნდება ღია კოსმოსში, მაგრამ გადარჩება მხოლოდ ძალის მეშვეობით. წინააღმდეგობის დარჩენილ ძალებს იმ დროიდან მართავს ვიცეადმირალი ჰოლდო. თუმცა, მისი უმოქმედო სტრატეგიით უკმაყოფილო პო, ფინთან, BB-8-სთან და მექანიკოს როუზ ტიკოსთან ერთად, იწყებს საიდუმლო მისიას, რათ გამორთოს პირველი ორდენის ხომალდზე არსებული სათვალთვალო მოწყობილობა.

ამასობაში რეი, რომელიც წინა ფილმში ჩავიდა პლანეტაზე ეჩ-ტოზე ჩუბაკასთან და R2-D2-სთან ერთად, ცდილობს, დაითანხმოს ლუკ სკაიუოკერი წინაამდეგობის მხარდასაჭერად. ჯედაი უარს ეუბნება, მიუხედავად იმისა, რომ რეისგან შეიტყობს ჰან სოლოს დაღუპვის შესახებ. მისგან ფარულად რეი და კაილო დროდადრო ერთმანეთს ტელეპათიურად უკავშირდებიან. მას შემდეგ, რაც R2-D2-ს ხვდება, ლუკი გადაწყვიტავს, ასწავლოს რეის ძალის გამოყენება. იგი და კაილო რეის სხვადასხვა სახით უამბობენ იმ უსიამოვნების შესახებ, რომლის გამოც კაილო მოექცა ძალის ბნელ მხარეს. ლუკი აღიარებს, რომ იყო წამი, როდესაც სურდა კაილოს მოკვლა, ვინაიდან იგი გრძნობდა, რომ რენი უმაღლესმა მეთაურმა სნოუკმა მოატყუა. კაილომ კი სინამდვილეში გაანადგურა დარჩენილი ჯედაები. მაგრამ რეი დარწმუნებულია, რომ კაილოს ძალის ნათელ მხარეს მობრუნება კვლავ არის შესაძლებელი. იგი ტოვებს ეჩ-ტოს, რათა რენს ლუკის ჩარევის გარეშე დაუპირისპირდეს. ლუკი ემზადება ეჩ-ტოზე დარჩენილი ჯედაების ტაძრის და ბიბლიოთეკის გასანადგურებლად, მაგრამ მას ამ გადაწყვეტილების აღსრულებისას დაასწრებს იოდას არჩდილი, რომელიც ეუბნება, რომ ლუკმა საკუთარ შეცდომებზე უნდა ისწავლოს.

ცნობილი ხდება, რომ ჰოლდოს სურს წინააღმდეგობის დარჩენილი წევრების ევაკუაცია მცირე ტრანსპორტით. თვლის რა, რომ მისი ქმედებები არის სულმდაბალი და საშიში, პო ამბოხებას იწყებს. ფინი, როუზი და BB-8 მოხვდებიან პლანეტა კანტო ბაიტის სამორინეში, სადაც ხვდებიან ჰაკერ დიჯეის. იგი მათ დახმარებას სთავაზობს. სნოუკის ხომალდის აფეთქების შემდეგ მათ იჭერს კაპიტანი ფაზმა, თუმცა BB-8 გარბის. ამ დროს რეი ეშვება ხომალდზე და კაილოს იგი მიჰყავს სნოუკთან. უკანასკნელი გოგონას უამბობს, რომ მასსა და კაილს შორის ფსიქოლოგიურ კავშირს მართავდა, რათა გამოეწვია ლუკი. მიიღებს რა რეის მოკვლის ბრძანებას, კაილო სანაცვლოდ კლავს სნოუკს და გოგონასთან ერთად – ამალას. შემდეგ იგი რეის სთავაზობს გალაქტიკის ერთად მართვას, მაგრამ გოგონა უარს ეუბნება და ორივე ცდილობს, საკუთარ მხარეს მიიზიდოს სინათლის მახვილი, რომელიც საბოლოოდ ორად იხლიჩება.

ლეია გონს მოდის და თიშავს პოს, შემდეგ კი გასცემს ევაკუაციის ბრძანებას. ჰოლდო რჩება ხომალდზე, რათა სნოუკის ფლოტის ყურადღება მიიქციოს, ამასობაში კი დანარჩენები მიემგზავრებიან აჯანყებულთა ალიანსის ძველ ბაზაზე, პლანეტა კრეიტისკენ. აღმოჩნდება, რომ დიჯეიმ პირველ ორდენს გასამრჯელოს სანაცვლოდ გაუცვალა ინფორმაცია წინააღმდეგობის გეგმების შესახებ. შედეგად, საევაკუაციო ტრანსპორტს არტყამენ, რაც მძიმე დანაკარგებით სრულდება. ჰოლდო საკუთარ თავს გასწირავს და სინათლის სიჩქარით ხომალდით ეჯახება სნოუკის ფლოტს, რათა შეაჩეროს დაბომბვა. პირველი ორდენის ძალები ამით სუსტდება. რეი გარბის, ხოლო კაილო უმაღლეს ლიდერად საკუთარ თავს აცხადებს. BB-8 ათავისუფლებს დაჭერილ ფინს და როუზს. მას შემდეგ, რაც ფინი ებრძვის კაპიტან ფაზმას, რომელსაც ცეცხლი შთანთქავს, ყველა გარბის და უერთდება კრეიტზე ევაკუირებულ ძალებს. პირველი ორდენის გამოჩენისას პო, ფინი და როუზი ბაზას ტოვებენ ძველი სპიდერებით. რეი იტყუებს ორდენის ძალებს „შავარდენით“, ხოლო როუზი ფინს გადაარჩენს თვითმკვლელობისგან, როდესაც უკანასკნელი ცდილობს, შეეჯახოს ერთ-ერთ ქვემეხს.

უეცრად ჩნდება ლუკი, რომელიც დგება ბაზის წინ. კაილოს ბრძანებით, მას ესვრიან ყველა ქვემეხიდან, მაგრამ სკაიუოკერი უვნებელი რჩება. კაილო თავად გადის მის მოსაკლავად, მაგრამ მცირე ორთაბრძოლის შემდეგ ხვდება, რომ ეს მხოლოდ ლუკის პროეცირებაა. სკაიუოკერი ეუბნება, რომ იგი უკანასკნელი ჯედაი არ არის, ხოლო რეი ძალის დახმარებით ხსნის მთის უკანა გასასვლელს, რათა გამოუშვას დარჩენილი მებრძოლები. ეჩ-ტოზე დაუძლურებული ლუკი ძალაში უჩინარდება. ლეია ყველას არწმუნებს, რომ აჯანყება ყველაფერს ფლობს, რათა ძალა მოიკრიბოს. კანტო ბაიტზე ერთ-ერთი ბავშვი, რომელიც ფინს და როუზს ეხმარებოდა გაქცევისას, ძალის გამოყენებით იზიდავს ცოცხს და კოსმოსში იხედება.

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობები მარკ ჰემილი (ლუკ სკაიუოკერი) და ადამ დრაივერი (კაილო რენი).
კერი ფიშერი, რომელმაც ამ ფილმში პრინცესა ლეიას როლი უკანასკნელად განასახიერა.

იონას სუოტამო პიტერ მეიჰიუს სანაცვლოდ ასრულებს ჩუბაკას როლს. მანამდე იგი უკვე მონაწილეობდა ამ როლში ფილმში „ძალის გამოღვიძება“[24] მეიჰიუ, უკვე 73 წლის, ქრონიკული სახსრების და ზურგის ტკივილით,[25] მითითებულია როგორც „ჩუბაკას კონსულტანტი“. ბილი ლურდი, მაიკ კუინი და ტითოთი დ. როუზი შესაბამისად კვლავ ჩნდებიან ლეიტენანტ კონიქსის, ნიენ ნუნბის და ადმირალ აკბარის როლებში.[26][27][28] ამანდა ლოურენსი განასახიერებს მეთაურ დი'ეისის, ხოლო მარკ ლუის ჯოუნსი და ეიდ ედმონდსონი – შესაბამისად კაპიტან კენედის და პივის. BB-8-ს მართავენ დეივ ჩეპმენი და ბრაიან ჰერინგი,[29] ხოლო მისი ხმების შემქმნელები არიან ბენ შვარცი და ბილ ჰეიდერი (სინთეზატორის დახმარებით).[30] ჯიმი ვი ასრულებს R2-D2-ს როლს.[31][32] ვერონიკა ნგო როუზის დის, პეიჯ ტიკოს როლშია[21] – მისი პერსონაჟი საკუთარ სიცოცხლეს შესწირავს პირველი ორდენის დრედნოუტის განადგურებას.

ჯასტინ თერუ განასახიერებს მთავარ კოდგამტეხს, ხოლო ლილი კოული – მის მეგობარს.[33] სპეციალურად მიწვეული ჯოზეფ გორდონ-ლევიტი ახმოვანებს სლოუენ ლოს.[34] უორუიკ დეივისი განასახიერებს ვოდიბინს.[35] გარეთ ედვარდსი, ანთოლოგიური ფილმის „განდგომილი ერთი“ რეჟისორი,[36] ასევე ჩნდება სპეციალურად მიწვეული მსახიობის სახით და განასახიერებს წინააღმდეგობის ჯარისკაცს, ისევე, როგორც გერი ბარლოუ, ინგლისელი მომღერალი.[37] რეჟისორები ედგარ რაიტი და ჯო კორნიში აგრეთვე ჩნდებიან ფილმში. ჰერმიონ კორფილდი განასახიერებს ტალი ლინტრას, წინააღმდეგობის A-ფრთიანის პილოტს და ესკადრილიის მეთაურს. ნოა სიგანი და ჯეიმი კრისტოფერი ჩნდებიან წინააღმდეგობის პილოტების სტარკის და ტაბზის როლებში.[38] მარკ ჰემილის შვილები, გრიფინი, ნეითანი და ჩელსი, ასევე ჩნდებიან წინააღმდეგობის ჯარისკაცების როლებში. უფლისწულები უილიამი და ჰარი გადაიღეს მოიერიშეთა როლებში.[39] ტომ ჰარდი ასევე მონაწილეობდა გადაღებებში მოიერიშეს სახით, მაგრამ საბოლოო მონტაჟიდან იგი ამოჭრეს.[40]

წარმოება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემუშავება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორი რაიან ჯონსონი.

2012 წლის ოქტომბერში „ვარსკვლავური ომების“ შემქმნელმა ჯორჯ ლუკასმა მწარმოებელი კომპანია Lucasfilm და მასთან ერთად მთლიანი „ვარსკვლავური ომების“ ფრენჩაიზი The Walt Disney Company-ს მიჰყიდა. უკანასკნელმა განაცხადა გაგრძელების ტრილოგიის მომზადების შესახებ.[41] 2013 წლის იანვარში ჯეი ჯეი აბრამსი დასახელდა ახალი ტრილოგიის პირველი ფილმის, „ძალის გამოღვიძების“ რეჟისორად.[42][43] 2014 წლის ივნისში ცნობილი გახდა, რომ რაიან ჯონსონთან მიმდინარეობდა მოლაპარაკებები მისი VIII ეპიზოდის რეჟისორად და სცენარისტად დანიშვნის თაობაზე, ისევე, როგორც მის მიერ IX ეპიზოდის მონახაზის შექმნაზე. ორივე ფილმის რეჟისორი უნდა ყოფილი რემ ბერგმანი.[44][45] 2014 წლის აგვისტოში დადასტურდა, რომ ჯონსონი იქნებოდა VIII ეპიზოდის რეჟისორი.[46] სექტემბერში ტერი გილიამი ესაუბრა მას და ჰკითხა, თუ რას ნიშნავდა მისთვის მუშაობის გაგრძელება იმაზე, რაც დაიწყო სხვა ცნობილმა რეჟისორმა. პასუხად ჯონსონმა განაცხადა:

ვიკიციტატა
„სულ ახლახან დავიწყე, მაგრამ ამ დროისთვის, გულახდილად ვიტყვი, ეს არის ყველაზე სასიამოვნო სცენარი. უბრალოდ ყველაზე სასიამოვნოა. მაგრამ ასევე პირადად ჩემთვის ასეა, მე არა მხოლოდ ამ ფილმებით გავიზარდე, არამედ ვთამაშობდი ამ სათამაშოებით, ამიტომ, ბავშვობაშიც, პირველი ფილმები, რომლებსაც საკუთარ გონებაში ვქმნიდი, ამ სამყაროში ვითარდებოდა. ძალიან მნიშვნელოვანია ეს პირდაპირი კავშირი, თითქმის საოცარი ავტომატური დაბრუნებაა ბავშვობაში. მაგრამ არ ვიცი, რამდენიმე წელიწადში მკითხეთ და ამის შესახებ კვლავ ვისაუბროთ.[47]

ფილმის თხრობა მიმდინარეობს „ძალის გამოღვიძების“ უკანასკნელი სცენის შემდეგ.[36] ჯონსონის გუნდი ამბის შემუშავებისას, შთაგონებისთვის ეცნობოდა ფილმებს „ვერტიკალური აფრენა“, „ხიდი მდინარე კვაიზე“, „განგა დინი“, „სამი დამნაშავე სამურაი“, „საჰარა“ და „გაუგზავნელი წერილი“.[36][48] რაიანის თქმით, ფილმზე უშუალო მუშაობა სირთულეს წარმოადგენდა, ვინაიდან „ძალის გამოღვიძებაზე“ მუშაობა დასრულებული ჯერ არ იყო.[36]

2015 წლის დეკემბერში Lucasfilm-ის პრეზიდენტმა კეთლინ კენედიმ განაცხადა, რომ გაგრძელების ტრილოგიის ყველა დეტალი ჯერ არ განხილულა. მისი თქმით, აბრამსი მუშაობდა ჯონსონთან, რომელიც დაბრუნდებოდა და (იმ პერიოდში) IX ეპიზოდის რეჟისორ კოლინ ტრევოროუსთან იმუშავებდა, რათა ფილმები ერთმანეთთან კარგად დაკავშირებულიყო.[49] აბრამსი არის პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი ჯეისონ მაკგეტლინთან და ტომ კარნოვსკისთან ერთად.[50] Lucasfilm-მა 2017 წლის 23 იანვარს გამოაცხადა ოფიციალური სახელწოდება „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[51]

კასტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის სექტემბერში Disney-მ ქალ მსახიობთა გუნდში დაასახელა ჯინა როდრიგესი, ტატიანა მასლანი და ოლივია კუკი.[52] იმავე თვის ბოლოს ბენისიო დელ ტორომ დაადასტურა, რომ ფილმში უარყოფით პერსონაჟს შეასრულებდა[53]. აგრეთვე დადასტურდა მარკ ჰემილის მონაწილეობაც.[11] 2015 წლის ოქტომბერში გავრცელდა ხმები, თითქოს ფილმში მონაწილეობას გუგუ მბათა-როუც მიიღებდა.[54] ნოემბერში ჯიმი ვი აირჩიეს R2-D2-ის როლზე.[31] ნოემბერში, „ძალის გამოღვიძების“ ლონდონური პრემიერისას კენედიმ განაცხადა, რომ მსახიობთა მთლიანი გუნდი დაბრუნდებოდა VIII ეპიზოდში, ისევე, როგორც მთელი რიგი ახალი წევრების.[12] 2016 წლის თებერვალში, გადაღებების დაწყების პერიოდში, დადასტურდა, რომ ჯერ უცნობ როლებში გამოჩნდებოდნენ ლორა დერნი და კელი მარი ტრანი.[2] 2017 წლის აპრილში, ორლანდოში, Star Wars Celebration-ის ფარგლებში, Lucasfilm-მა განაცხადა, რომ ტრანი განასახიერებდა წინააღმდეგობის მექანიკოს როუზ ტიკოს, ჯონსონის თქმით, ფილმის უმთავრეს ახალ პერსონაჟს.[19][20] მოხდა ფრენკ ოზის იოდას სახით გამოჩენის გასაიდუმლოებაც.[22]

გადაღება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკელიგ-მაიკლი (ზემოთ), სალარ-დე-უიუნი (შუა) და დუბროვნიკი (ქვემოთ), გადასაღები ადგილები.

მეორე გადამღებმა გუნდმა წინარეწარმოება დაიწყო სკელიგ-მაიკლზე, ირლანდიაში, მხოლოდ 2015 წლის 14 სექტემბერს, ვინაიდან სხვა სეზონების დროს ეს შეუძლებელი იქნებოდა. დაგეგმილი იყო, რომ გადაღების ეს ეტაპი გაგრძელდებოდა ოთხ დღეს[55][56][57], მაგრამ ამინდის ცუდი პირობების გამო ყველაფერი პირველივე დღეს შეწყდა.[58] 2014 წლის ნოემბერში იუენ დანლივიმ, Pinewood Studios-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დაადასტურა, რომ ფილმის გადაღებები აგრეთვე გაიმართებოდა აღნიშნულ სტუდიებში,[59] ხოლო დამატებით სცენებს გადაიღებდნენ მექსიკაში[16]. 2015 წლის სექტემბერში დელ ტორომ განაცხადა, რომ ძირითადი გადაღებები დაიწყებოდა 2016 წლის მარტში[53], კენედიმ კი თარიღად 2016 წლის იანვარი დაასახელა.[12] წარმოება დაიწყო Pinewood Studios-ში, 2015 წლის 15 ნოემბერს.[60] რიკ ჰაინრიხსი მთავარი დიზაინერის სახით მუშაობდა.[61]

2016 წლის იანვარში VIII ეპიზოდის წარმოების დაწყება გადაიდო თებერვლამდე, მიზეზი კი სცენარში ცვლილებების შეტანა იყო.[62] გარდა ამისა, გადაღება პოტენციური საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, როდესაც დაიწყო კინოს და ტელევიზიის პროდიუსერთა ალიანსის და მაუწყებლობის, გართობის, კინემატოგრაფის და თეატრების გაერთიანების დაპირისპირება.[63] 2016 წლის 10 თებერვალს Disney-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა დაადასტურა, რომ ძირითადი გადაღებები დაიწყო[64], ფილმი კი ატარებდა სამუშაო სახელწოდებას „კოსმოსური დათვი“.[36] გამატებითი გადაღებები მიმდინარეობდა დუბროვნიკში (ხორვატია), 2016 წლის 9–16 მარტს[65][66], ისევე, როგორც ირლანდიაში, მაისში.[67] კონცხები მალინ-ჰედი (დონეგალის საგრაფო) და კეან შიბლი (კერის საგრაფო) გამოიყენეს დამატებითი სცენებისთვის.[68] პლანეტა კრეიტზე საბრძოლო სცენების გადაღება 2016 წლის ივლისში მიმდინარეობდა სალარ-დე-უიუნის მლაშობ ნიადაგზე, ბოლივიაში.[69]

ძირითადი გადაღებები დასრულდა 2016 წლის 22 ივლისს[70], თუმცა, 2016 წლის სექტემბრამდე ლუპიტა ნიონგ’ოს სცენები არ გადაუღიათ.[71] 2017 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ ფილმის სცენები IMAX-ის ფორმატში გადაიღეს.[72] მთავარ დიზაინერ რიკ ჰაინრიხსის თქმით, ორიგინალურ სცენარში შედიოდა 160 სხვადასხვა გადასაღები მოედანი, მოსალოდნელზე ორჯერ მეტი, მაგრამ ჯონსონმა მათი რაოდენობა შეკვეცა. საბოლოოდ, Pinewood Studios-ის 14 სხვადასხვა სტუდიაში განთავსდა 125 დეკორაცია.[73]

არსებების დიზაინერ ნიკ სკენლენის თქმით, „უკანასკნელ ჯედაიში“ გამოიყენება უფრო მეტი პრაქტიკული ეფექტი, ვიდრე „ვარსკვლავური ომების“ სერიის რომელიმე სხვა ფილმში. ასეთი ტექნოლოგიით დამზადდა 180-200 არსება, რომელთა ნაწილი საბოლოო მონტაჟისას ამოიჭრა.[74] იოდას აჩრდილისთვის გამოიყენეს ნამდვილი თოჯინა, ისევე, როგორც ორიგინალურ ტრილოგიაში (და არა კომპიუტერული გრაფიკით შექმნილი, როგორც წინარეისტორიის ტრილოგიაში).[75]

ფილმში, კანტო ბაიტის სცენისას გამოყენებულია ტერი გილიამის 1985 წლის „ბრაზილიის“ ციტირება – კერძოდ, ფინის და როუზის დაჭერისას, როდესაც მათ 27B/6 დარღვევის გამო სამორინედან აგდებენ.[76]

მუსიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის ივლისში კეთლინ კენედიმ ორლანდოში, Star Wars Celebration-ზე, განაცხადა, რომ ჯონ უილიამსი კვლავ იქნებოდა ფილმის მუსიკის ავტორი.[1][77] უკანასკნელმა დაადასტურა პროექტში მონაწილეობა 2016 წლის აგვისტოში, ტენგლვუდში გამართული კონცერტის ფარგლებში[78]. მისივე თქმით, მუსიკის დროდადრო ჩაწერაზე იმუშავებდა 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის მარტამდე ან აპრილამდე.[79] 2017 წლის 21 თებერვალს დადასტურდა, რომ ჩაწერა უკვე მიმდინარეობდა. როგორც უილიამსი, ასევე უილიამ როსი სესიებისას ორკესტრს დირიჟირებას უწევდნენ.[80][81]

ჯონსონთან ტრადიციული შეხვედრისას უილიამსს გადასცეს წინა ფილმების საუნდტრეკების ნაწყვეტები, როგორც მითითებები „უკანასკნელი ჯედაისთვის“ აუცილებელი მუსიკის თაობაზე.[82] ფილმში აგრეთვე ჟღერს არი ბაროსოს „Aquarela do Brasil“-ის ნაწყვეტი, რაც არის გილიამის „ბრაზილიის“ კიდევ ერთი ციტირება. ფინის და როუზის გაქცევისას ჟღერს უილიამსის თემის ნაწყვეტი „ხანგრძლივი დამშვიდობებიდან“ (რომლის თანაავტორია ჯონი მერსერი). თუმცა, ოფიციალურ საუნდტრეკში ეს მელოდია შეტანილი არ არის.[83]

ოფიციალური საუნდტრეკი Walt Disney Records-მა გამოსცა 2017 წლის 15 დეკემბერს, digipak CD-ის, ციფრული და ნაკადოვანი აუდიოს ფორმატებში.[84]

გამოშვება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2015 წლის იანვარში დისნეის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ აიგერმა დაადასტურა, რომ VIII ეპიზოდი გამოვიდოდა 2017 წელს[85]. მარტში Lucasfilm-მა გამოშვების თარიღად დაასახელა 2017 წლის 26 მაისი.[86][87] 2016 წლის იანვარში თარიღი გადაიტანეს 15 დეკემბერს. დაიგეგმა ფილმის 3D და IMAX 3D ფორმატებში გამოშვება.[50][88] 23 იანვარს ცნობილი გახდა მისი სახელწოდებაც – „ვარსკვლავური ომები: უკანასკნელი ჯედაი“.[51] ისევე, როგორც „იმპერიის საპასუხო შეტევის“, „ჯედაის დაბრუნების“ და „ძალის გამოღვიძების“ შემთხვევაში, სახელწოდება „ეპიზოდი VIII“ გამოიყენებოდა ფილმის შესავალში, თუმცა არა ოფიციალურ სახელწოდებაში.[89]

„უკანასკნელი ჯედაის“ პრემიერა გაიმართა ლოს-ანჯელესში, 2017 წლის 9 დეკემბერს.[90] ევროპული პრემიერა გაიმართა ლონდონის როიალ ალბერტ ჰოლში 2017 წლის 12 დეკემბერს, თავდაპირველად წითელი ხალიჩის ფორმატში მოწყობილი ღონისძიებით.[91]

მარკეტინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრიტანეთის სამეფო ფოსტამ 2017 წლის 12 ოქტომბერს გამოუშვა კრებული ექვსი საფოსტო მარკით, რომლებზეც გამოყენებულია მალკოლმ ტუინის ნახატები.[92] 19 სექტემბერს ავსტრალიის ფოსტამ გამოუშვა მთელი რიგი მარკების კომპლექტებისა.[93] დამატებითი პრომოკამპანიები ჩატარდა Nissan Motors-ის და Bell Media-ს, ისევე, როგორც სხვა კომპანიების ხელშეწყობით. გამოვიდა ფილმის ორი ძირითადი ტრეილერი, ისევე, როგორც მრავალი სატელევიზიო ნაწყვეტი. ოქტომბერში გამოვიდა ფილმის მრავალი პერსონაჟის სათამაშო ფიგურაც, ხოლო კინოჩვენებებზე დასასწრები ბილეთების წინასწარი გაყიდვა ოქტომბერში დაიწყო.

ჩრდილოეთ ამერიკაში ფილმის გამოშვების დღეს აგრეთვე გამოვიდა მრავალი დამატებითი წიგნი, მათ შორის „უკანასკნელი ჯედაი: ვიზუალური ლექსიკონი“, ფილმის რომანის სახით ადაპტირებული ვერსია და რამდენიმე საბავშვო საკითხავი და სათამაშო წიგნი. დამატებით რომანებს შორის არის წინარეისტორია „კობალტური ესკადრილია“ და „კანტო ბაიტი“, კრებულები კანტო ბაიტის სამორინეში მომხდარი მოვლენების ამსახველი ნოველებით.

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სალაროები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2017 წლის 31 დეკემბრისთვის ფილმის აშშ-სა და კანადაში შემოსავალმა 517.1 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო სხვა ქვეყნებში – 523.3 მილიონი, რაც საერთო ჯამში მილიარდს აღემატება.[5] მსოფლიო პრემიერის დღეს შემოსავალმა შეადგინა 450.8 მილიონი (იმ დროისთვის იგი იყო სადებიუტო დღის შემოსავლების ისტორიაში კომერციული წარმატების მხერივ რიგით მეხუთე), აქედან 40.6 მილიონი შემოვიდა IMAX-ში ჩვენებებიდან, რაც ამ სისტემის კინოთეატრებში ჩვენების რეკორდებს შორის მეორე იყო.[94][95] ფილმის გადაღების ხარჯების ანაზღაურებისთვის აუცილებელი იყო მისი შემოსავლის 800 მილიონ დოლარამდე გაზრდა.[96]

ბილეთების წინასწარი გაყიდვა აშშ-ში დაიწყო 2017 წლის 9 ოქტომბერს. ისევე, როგორც „ძალის გამოღვიძების“ და „განდგომილი ერთის“ შემთხვევაში, ბილეთების დილერი საიტების (როგორიც არის Fandango) სერვერები გაითიშა დიდი დატვირთვის და მოთხოვნის გამო.[97] აშშ-სა და კანადაში პირველივე შაბათ-კვირას ინდუსტრიული დაკვირვებით „უკანასკნელმა ჯედაიმ“ 4232 კინოთეატრიდან შეაგროვა 200 მილიონი დოლარი.[98] 45 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი შემოვიდა ხუთშაბათის ღამის წინასწარი ჩვენებებიდან, რაც იყო ისტორიაში რიგით მეორე ყველაზე მაღალი („ძალის გამოღვიძების“ შემდეგ, მისი 57 მილიონით).[99] ხუთშაბათის ღამით ჩვენებიდან საბოლოო ჯამში შემოსავალმა 104.8 მილიონი შეადგინა (წინასწარ ჩვენებებთან ერთად), ხოლო შაბათ-კვირის ჩვენებებიდან – 220 მილიონი. ორივე იკავებდა ყველა დროის რეკორდებში მეორე ადგილს.[100]

ფილმის საპრემიერო შაბათ-კვირას IMAX-იდან შემოსავალმა შეადგინა 25 მილიონი, რაც კინოთეატრების ამ სისტემის ისტორიის რეკორდებში იყო რიგით მეორე, „ძალის გამოღვიძების“ შემდეგ.[101] მეორე პარასკევს 76%-ით კლების შემდეგ (რაც პარასკევიდან პარასკევიდან ფილმების ამ სერიის ისტორიაში შემოსავლის კლების ყველაზე ცუდი მაჩვენებელი იყო), მეორე შაბათ-კვირისას შემოსავალი ზოგადად 67.5 პროცენტით დაეცა და 71.6 მილიონი შეადგინა. ფრენჩაიზის ისტორიაში ეს აგრეთვე იყო მეორე კვირაში შემოსავლის კლების უდიდესი მაჩვენებელი, თუმცა კინოსალაროების სიაში ბილეთები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი იყო.[102] დამატებითი, 27.5 მილიონი აშშ დოლარის შემოსავლით ფილმი კვლავ „ძალის გამოღვიძების“ (49.3 მილიონი) შემდეგ იყო რიგით მეორე ყველაზე მაღალი შემოსავლის მაჩვენებელი – ამჯერად შობის დღეების სტატისტიკით (99 მილიონი).[103] მესამე შაბათ-კვირისას შემოსავალმა შეადგინა 52.4 მილიონი და მასზე დასასწრები ბილეთები კვლავ ყველაზე მოთხოვნადი იყო. აშშ-ში „ჯედაის დაბრუნების“ საერთო შემოსავალმა 517.1 მილიონი შეადგინა, რითაც სურათმა საბოლოოდ წინ გაუსწრო იმავე წლის „ურჩხულს და მზეთუნახავს“.[104]

მსოფლიოში ფილმს უწინასწარმეტყველებდნენ სადებიუტო კვირაში 424-440 მილიონიან შემოსავალს, აქედან 224-240-იანს – აშშ-ის ფარგლებს გარეთ.[105] პირველი ორი სადებიუტო დღის განმავლობაში 48 ქვეყნიდან ფილმის შემოსავალმა 60.8 მილიონი შეადგინა. ყველაზე დიდი შემოსავალი შემოვიდა გაერთიანებული სამეფოდან (10.2 მილიონი), გერმანიიდან (6.1 მილიონი), საფრანგეთიდან (6 მილიონი), ავსტრალიიდან (5.6 მილიონი) და ბრაზილიიდან (2.5 მილიონი).[106] კვირის მიწურულს ჩრდილოეთ ამერიკის ფარგლებს გარეთ შემოსავალმა შეადგინა 230.8 მილიონი აშშ დოლარი, რითაც ფილმი ყველა დროის რეკორდებში რიგით მეცხრე იყო. მათ შორის იყო 36.7 მილიონი ბრიტანეთში (მაჩვენებლებში მესამე), 23.6 მილიონი გერმანიაში (მეორე), 18.1 მილიონი საფრანგეთში, 15.9 მილიონი ავსტრალიაში (მეორე), 14.4 მილიონი იაპონიაში, 8.5 მილიონი რუსეთში, 8.3 მილიონი ესპანეთში, 7.2 მილიონი ბრაზილიაში, 7 მილიონი იტალიაში და მექსიკაში, 6.0 მილიონი შვედეთში და 5.1. მილიონი სამხრეთ კორეაში.[107] მეორე კვირის ბოლოსთვის შემოსავალმა სხვა ქვეყნებში შეადგინა 76.1 მილიონი და „ჯედაის დაბრუნება“ იქცა ევროპაში წლის რიგით მეოთხე ყველაზე შემოსავლიან ფილმად.[108] 27 დეკემბრისთვის აშშ-ის და კანადის გარდა ყველაზე დიდ ბაზრებს წარმოადგენდნენ გაერთიანებული სამეფო (80.6 მილიონი), გერმანია (54.3 მილიონი), საფრანგეთი (40.2 მილიონი), იაპონია (33.7 მილიონი) და ავსტრალია (31.7 მილიონი).[109]

კრიტიკოსების გამოხმაურება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მიმოხილვების აგრეგატორ საიტ Rotten Tomatoes-ზე „უკანასკნელი ჯედაის“ რეიტინგი შეადგენს 91%-ს 348 მიმოხილვის მიხედვით, ხოლო საშუალო რეიტინგია 8.1/10. საიტის კრიტიკულ შეჯამებაში აღნიშნულია, რომ „ფილმი პატივისცემით ეპყრობა საგის მდიდრულ მემკვიდრეობას, ამატებს რა რამდენიმე მოულოდნელ განვითარებას და ემოციურად დატვირთულ მოქმედებას, რომელსაც მოყვარულები ელოდნენ.“ [110] Metacritic-ზე ფილმის საერთო შეფასება შეადგენს 100-დან 86 ქულას 54 მიმოხილვის საფუძველზე, რაც „უნივერსალურ აღიარებას“ ნიშნავს.[111] CinemaScore-ის გამოკითხვაში ფილმს ენიჭება A-შეფასება (A+-იდან F-მდე არსებული არჩევანის მიხედვით),[100] ხოლო ComScore-ის თანახმად, მაყურებელთა მიმოხილვებით „უკანასკნელმა ჯედაიმ“ საერთო ჯამში მიიღო 89%-იანი დადებითი შეფასება და 79%-იანი უეჭველი რეკომენდაცია.[99] აშშ-ში SurveyMonkey-ს მოზრდილთა გამოკითხვაში, ფილმის გამოშვებიდან პირველი ოთხი დღის განმავლობაში, ყველამ აღნიშნა, რომ იხილა „უკანასკნელი ჯედაი“, აქედან 89%-მა ახსენა, რომ ფილმი ან „მოეწონათ“, ან „შეუყვარდათ“.[112]

მეტ ზოლერ ზაიცი (RogerEbert.com) ფილმს ანიჭებს ოთხიდან ოთხ ვარსკვლავს, აღნიშნავს რა მოულოდნელობებს და რისკებს: „ფილმი თანაბრად კარგია როგორც წრფელი თავგადასავალი, სავსე ვნებიანი გმირებით და მტრებით და როგორც გაგრძელებების და ფრენჩაიზის თვისებების გააზრება...ფილმი სავსეა მემკვიდრეობის, კანონიერების და თანმიმდევრობის საკითხებით, მასში რამდენიმეჯერ წამოჭრილია კითხვა, აუცილებელია თუ არა წარსულის თქმულებების და სიმბოლოების განმეორება ან უარყოფა“.[113] პიტერ ტრევერსი „Rolling Stone“-ში ფილმს 4-დან 3.5 ქულას ანიჭებს, აღნიშნავს რა სამსახიობო გუნდს და რეჟისურას: „ჯონსონის ზეოსტატურ ხელში ხართ, იგი კინოთეატრს ეიფორიაში დაგატოვებინებთ. ამჟამინდელი ტრილოგიის შუა ნაწილი უტოლდება „ვარსკვლავური ომების“ საუკეთესო ეპიკურ ფილმებს (მიუხედავად იმისა, რომ მათი მწვერვალია „იმპერიის საპასუხო შეტევა“), გვითითებს რა სკაიუოკერების მომავალ თაობაზე და, რაც ამაღელვებელია, ახალ იმედზე“.[114]

რიჩარდ რეპერი (Chicago Sun-Times) ფილმს ანიწებს 4-დან 3.5 ვარსკვლავს: „...არ არის ისეთივე ემოციური, როგორც „ძალის გამოღვიძება“ და მეორე ნახევარში ოდნავ შენელებულია, მაგრამ, მაინც, ფრენჩაიზში ღირსეული თავია, რომელიც შეიცავს შესანიშნავ მოქმედებით სცენებს, გაჯერებულს კარგი იუმორით და მრავალი მინიშნებით წინა პერსონაჟებსა და აღსანიშნავ მომენტებზე.“[115] The Hollywood Reporter-ში ტოდ მაკ-კართი წერდა: „სავსე მოქმედებით და ერთგული მაყურებლისთვის დამაკმაყოფილებელი, სცენარისტ-რეჟისორ რაიან ჯონსონის ჩაყვინთვა ჯორჯ ლუკასის სამყაროში ძირითადად სასიამოვნოა, თუმცა დროდადრო მისი პერსონაჟები დიდი სირთულით აღწევენ რამე სასარგებლოს ან საინტერესოს“.[116]

უილ გომპერცი, BBC News-ის ხელოვნების განყოფილების რედაქტორი, ფილმს ანიჭებს 5-დან 4 ვარსკვლავს: „რაიან ჯონსონს...თქვენი ინდაურიანი შობა არ გაუფუჭებია. მისი საჩუქარია ბლოკბასტერი, სავსე გამოგონებებით, სიბრძნით და მოქმედებებით“.[117] მარკ კერმოუდი, The Guardian-ის კინოკრიტიკოსი, „ჯედაის დაბრუნებას“ აღნიშნავს 5-დან 4 ვარსკვლავით, ამბობს რა, რომ „ჯონსონი ამტკიცებს, რომ ბალანსირების ხელოვნების ოსტატია და ამ ინტერგალაქტიკური ფრენჩაიზის ომის მდგომარეობაში მყოფ ძალებს თითქმის სრულყოფილ ჰარმონიაში ამყოფებს.“[118]

საპირისპიროდ, რიჩარდ ბროუდი (The New Yorker) წერდა: „მიუხედავად რამდენიმე შთამბეჭდავი დეკორატიული რედაქტირებისა (რომელთა უმეტესობა წითელი ფერით განხორციელდა) და რამდენიმე რეის მონაწილეობით მოკლე ცენტრალური სცენის, ფილმი წარმოდგება, როგორც დამუშავებული, გაბრტყელებული, საზარლად სუფთა. ყველაფერთან ერთად, მასში წარმოდგენილია შემაძრწუნებლად დაანგარიშებული თხრობა, ხელოვნური უნივერსალურობა, რომელიც ნაწილობრივ მიიღწევა მოკლე რელიგიური ციტირებებით.“[119] კეიტ ტეილორი (The Globe and Mail) ფილმს ანიჭებს 4-დან 2 ვარსკვლავს. მისი აზრით, ფილმმა იზარალა ზედმეტად დიდი რაოდენობის ახალი ელემენტებით და სცენარით: „მიმზიდველი ახალი ცხოველები, წამოზრდილი უარყოფითი გმირი, სუსტი გმირი გოგო, ჩლუნგი იუმორი – სურს რა დიდი კულტურული გავლენის მოხდენა, ეს განვითარებაში მყოფი ტრილოგია ვერ ქმნის ბალანსს, რომელიც ხოლმე საერთოდ მიუწვდომელია.“[120] კრისტიან ტოტოს (The Washington Times) თქმით, უამრავმა ამერიკელმა კონსერვატორმა ფილმი დაგმო, თვლიდა რა, რომ მასში ლიბერალური ფასეულობები უფრო წარმოჩენილია, ვიდრე წინა ეპიზოდებში[121].

გაგრძელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სკაიუოკერის აღზევება, გაგრძელების ამ ტრილოგიის უკანასკნელი ნაწილი, გამოვიდა 2019 წლის 20 დეკემბერს. მისი გადაღება დაიწყო 2018 წლის ივნისში.[122] მიუხედავად იმისა, რომ ეპიზოდის რეჟისორი თავდაპირველად იყო კოლინ ტრევოროუ, 2017 წლის 5 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ მან პროექტი დატოვა.[123] ერთი კვირის შემდეგ Lucasfilm-მა გააკეთა განცხადება, რომ ჯეი ჯეი აბრამსი დაბრუნდებოდა რეჟისორის სახით და ეპიზოდის სცენარს შეცვლიდა კრის ტერიოსთან ერთად. აბრამსმა და ტერიომ დაადასტურეს, რომ ახალ ფილმში ლოგიკურად დასრულდებოდა სამივე ტრილოგია და მასში შეტანილი იქნებოდა სამივეს ელემენტები.[124][125]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ჰიუიტი, კრის. (ივლისი 27, 2013) John Williams To Score Star Wars Episodes VII-IX. Empire Online. ციტირების თარიღი: მარტი 21, 2016.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 STAR WARS: EPISODE VIII NOW FILMING. StarWars.com (თებერვალი 15, 2016). ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2016.
  3. Star Wars: The Last Jedi. British Board of Film Classification. ციტირების თარიღი: November 28, 2017.
  4. OK, We Need to Talk About This Controversy with Star Wars: The Last Jedi. Wired (დეკემბერი 18, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2017.
  5. 5.0 5.1 5.2 Star Wars: The Last Jedi (2017). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 13 იანვარი, 2018.
  6. „Star Wars: The Last Jedi Reviews: Critics Say Episode VIII Is Hugely Satisfying“. Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017.
  7. „Star Wars: The Last Jedi Review“. /Film. დეკემბერი 12, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017.
  8. ზაიცი, მეტ ზოლერ. Star Wars: The Last Jedi Movie Review (2017) | Roger Ebert. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017
  9. „Star Wars: The Last Jedi, the best by a distance“. Daily Mail. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017.
  10. ადამსი, სემ. „The Last Jedi Brings Fresh Ideas Not Just to Star Wars but to the Whole Universe of Movies“. Slate. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017.
  11. 11.0 11.1 ო'სალივანი, მაჯელა. (სექტემბერი 15, 2015) Bad weather halts Star Wars filming on Skellig Michael. The Irish Examiner. ციტირების თარიღი: სექტემბერი 16, 2015.
  12. 12.00 12.01 12.02 12.03 12.04 12.05 12.06 12.07 12.08 12.09 12.10 12.11 12.12 რუბი, ჯენიფერ. (დეკემბერი 17, 2015) Star Wars producer Kathleen Kennedy confirms that entire cast will return for eighth film. London Evening Standard. ციტირების თარიღი: დეკემბერი 17, 2015.
  13. ბრეზნიკანი, ენტონი. (დეკემბერი 17, 2017) The Last Jedi spoiler talk: Mark Hamill plays a secret second role — and other Easter eggs. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-20. ციტირების თარიღი: 2017-12-31.
  14. რობინსონი, ჯოანა. (დეკემბერი 17, 2017) 32 Delightful Star Wars: The Last Jedi Cameos You Might Have Missed. Vanity Fair.
  15. ჰიდალგო, პაბლო. I'll just say this – he's listed in the credits as the second role someone very prominent in the cast plays. :).
  16. 16.0 16.1 სიგელი, ლუკას. (დეკემბერი 14, 2015) Two More Actors Confirmed to Return for Star Wars Episode VIII. ComicBook.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 14, 2015.
  17. Oscar Isaac Talks 'Star Wars: The Force Awakens' and Going After X-Men's Apocalypse (EXCLUSIVE). Moviefone (მარტი 19, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-07. ციტირების თარიღი: მაისი 12, 2015.
  18. ჩიტვუდი, ადამ; კებინი, კრის. (დეკემბერი 4, 2015) This 'Star Wars: The Force Awakens' Character Will Be Back For 'Episode VIII'. ციტირების თარიღი: დეკემბერი 5, 2015.
  19. 19.0 19.1 იი, ლოურენს. (აპრილი 14, 2017) Meet Rose, the 'Biggest New Part' in 'Star Wars: The Last Jedi'. Variety. ციტირების თარიღი: აპრილი 14, 2017.
  20. 20.0 20.1 See the Cast of Star Wars: The Last Jedi on Four Exclusive Vanity Fair Covers. Vanity Fair (მაისი 23, 2017). ციტირების თარიღი: მაისი 23, 2017.
  21. 21.0 21.1 21.2 კემპი, დევიდ. (მაისი 24, 2017) Cover Story: Star Wars: The Last Jedi, the Definitive Preview. Vanity Fair. ციტირების თარიღი: მაისი 24, 2017.
  22. 22.0 22.1 ბრეზნიკანი, ენტონი (დეკემბერი 16, 2017). „The Last Jedi spoiler talk: How an old-school Star Wars character made a surprising return“. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-07-02. ციტირების თარიღი: დეკემბერი 17, 2017.
  23. დაიერი, ჯეიმზ. (ნოემბერი 30, 2017) Star Wars: Exclusive New Image Of DJ. Empire. ციტირების თარიღი: დეკემბერი 1, 2017.
  24. Freeth, Becky (დეკემბერი 12, 2017). „New Chewbacca is unmasked at Last Jedi premiere“. Daily Mail. ციტირების თარიღი: დეკემბერი 16, 2017. დამოწმებას აქვს ცარიელი უცნობი პარამეტრ(ებ)ი: |dead-url= (დახმარება)
  25. სპრაი, ჯეფ (თებერვალი 22, 2017). „New Chewbacca actor delivers touching letter as Peter Mayhew retires“. Syfy. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-12-22. ციტირების თარიღი: დეკემბერი 16, 2017.
  26. ვალვერდე, მაიკლ. (თებერვალი 6, 2016) Nien Nunb Will Return For Star Wars: Episode VIII. Dork Side of the Force. ციტირების თარიღი: თებერვალი 6, 2016.
  27. ტოპელი, ფრედ. (მარტი 13, 2016) Billie Lourd Will Return with a Larger Role In 'Star Wars Episode 8'. /Film. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2016.
  28. კოლურა, სკოტ. (დეკემბერი 18, 2017) How Star Wars: The Last Jedi made Carrie Fisher immortal. IGN. ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2017.
  29. ბრუკსი, დენ. (აგვისტო 26, 2015) Droid Dreams: How Neal Scanlan and the Star Wars: the Force Awakens Team Brought BB-8 to Life. Starwars.com.
  30. ჩიტვუდი, ადამ. (ნოემბერი 17, 2016) Watch Ben Schwartz Provide the Voice of BB-8 in New 'Star Wars: The Force Awakens' Featurette. Collider.com.
  31. 31.0 31.1 მაკ-იუენი, კემერონ. (ნოემბერი 16, 2015) Doctor Who actor Jimmy Vee is the new R2-D2 in Star Wars Episode 8. Metro.co.uk. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2015.
  32. მაკნერი, დეივ. (თებერვალი 14, 2017) 'Star Wars': R2-D2 Role to Be Filled by Jimmy Vee in 'The Last Jedi'. Variety. ციტირების თარიღი: თებერვალი 15, 2017.
  33. კლარკი, იანსენ. (ივნისი 8, 2017) 'Star Wars: Episode 8' Trailer Rumor: Another Mystery Character to Appear and More. Inquisitr. ციტირების თარიღი: ივნისი 9, 2017.
  34. პირსონი, ბენ. (სექტემბერი 11, 2017) Joseph Gordon-Levitt Has a Cameo in 'Star Wars: The Last Jedi'. /Film. ციტირების თარიღი: სექტემბერი 27, 2017.
  35. ჩანგი, ფრენკ. (სექტემბერი 30, 2016) Warwick Davis on Star Wars: Episode VIII 'cliffhanger', possible Willow sequel. News.com.au. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 1, 2016.
  36. 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 ბრეზნიკანი, ენტონი. (ივლისი 17, 2016) Star Wars Celebration: Updates on Episode VIII and young Han Solo movie. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: ივლისი 18, 2016.
  37. ფულერტონი, ჰაუ. (მარტი 27, 2017) Gary Barlow confirms secret Star Wars cameo. Radio Times. ციტირების თარიღი: აპრილი 17, 2017.
  38. ნობაილი, ფილ. (აპრილი 19, 2016) Who Is Noah Segan Playing in STAR WARS?. Birth.Movies.Death. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 21, 2016. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2016.
  39. John Boyega confirms royal cameos in 'Star Wars'. ScreenDaily.com (აგვისტო 21, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 1, 2020. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2017.
  40. Tom Hardy's deleted Last Jedi cameo will be included on the Blu-Ray release. The Telegraph (დეკემბერი 22, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 25, 2017.
  41. ლეონარდი, დევინ. (მარტი 7, 2013) How Disney Bought Lucasfilm—and Its Plans for 'Star Wars'. Bloomberg Businessweek. ციტირების თარიღი: მაისი 26, 2013.
  42. Star Wars Is Being Kick-Started with Dynamite. StarWars.com (იანვარი 25, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 10, 2016. ციტირების თარიღი: იანვარი 4, 2014.
  43. Disney Plans Stand-Alone 'Star Wars' Films. CNBC (თებერვალი 5, 2013). ციტირების თარიღი: მაისი 26, 2013.
  44. ფლემინგი, უმცრ., მაიკ (ივნისი 20, 2014). 'Star Wars' Bombshell! Rian Johnson To Write, Direct Next Two Films“. Deadline.com. ციტირების თარიღი: ივნისი 20, 2014.
  45. შოუ, ლუკას (ივნისი 20, 2014). „Rian Johnson to Write and Direct 'Star Wars' 8 – But Not 9“. TheWrap. ციტირების თარიღი: ივნისი 20, 2014.
  46. მაკმილანი, გრეიემ. (აგვისტო 18, 2014) Rian Johnson Says Next 'Star Wars' Will Have Less CGI, More Practical Effects. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: აგვისტო 18, 2014.
  47. Rian Johnson Talks about Taking on Star Wars Episode VIII. ComingSoon.net (სექტემბერი 19, 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-12-30. ციტირების თარიღი: სექტემბერი 26, 2014.
  48. კოლინი, რობი. (ივლისი 17, 2016) Star Wars: Episode VIII will be classic war film like The Bridge on the River Kwai, director reveals. The Telegraph. ციტირების თარიღი: ივლისი 17, 2016.
  49. პრადომი, ლორა. (დეკემბერი 7, 2015) Star Wars Actor John Boyega on Finn's Past: 'I've Got Some Conspiracy Theories'. Variety. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2015.
  50. 50.0 50.1 Star Wars: Episode VIII to Open დეკემბერი 15, 2017. StarWars.com (იანვარი 20, 2016). ციტირების თარიღი: იანვარი 20, 2016.
  51. 51.0 51.1 The Official Title for Star Wars: Episode VIII Revealed. StarWars.com (იანვარი 23, 2017). ციტირების თარიღი: იანვარი 23, 2017.
  52. სნაიდერი, ჯეფ. (სექტემბერი 1, 2015) 'Star Wars: Episode VIII' Shortlist Includes Gina Rodriguez, Tatiana Maslany, Olivia Cooke (Exclusive). The Wrap. ციტირების თარიღი: სექტემბერი 2, 2015.
  53. 53.0 53.1 უაიტი, ჯეიმზ. (სექტემბერი 7, 2015) Benicio Del Toro Confirms Casting in Star Wars: Episode VIII. Empire. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2015.
  54. გოლდბერგი, მეტ. (ოქტომბერი 7, 2015) Exclusive: 'Star Wars: Episode VIII' Casts Gugu Mbatha-Raw. Collider.com. ციტირების თარიღი: ოქტომბერი 9, 2015.
  55. ბრეზნიკანი, ენტონი. (სექტემბერი 9, 2015) Updated: Star Wars: Episode VIII will shoot in Ireland this month. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2015.
  56. კლიფორდი, გრემ. (სექტემბერი 6, 2015) Skellig Michael: Is 6th-century rock star selling out to a galaxy far, far away?. Irish Independent. ციტირების თარიღი: სექტემბერი 9, 2015.
  57. Marine Notice No. 44 of 2015 – Filming Activity at Sceilig Mhichíl, Co. Kerry. Department of Transport, Tourism and Sport (სექტემბერი 11, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 28, 2016. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2015.
  58. ლუსი, ენ; პოლაკი, სორჩა; რაქსტონი, დინ. (სექტემბერი 14, 2015) Skellig Michael 'Star Wars' filming cancelled amid high winds. Irish Times. ციტირების თარიღი: სექტემბერი 15, 2015.
  59. ალირჯააფარი. (ნოემბერი 10, 2014) 'Star Wars' Returning To Pinewood For 'Episode VIII'. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: ნოემბერი 17, 2014.
  60. ჩიტვუდი, ადამ. (მაისი 11, 2016) 'Assassin's Creed': 35 Things to Know about the Ambitious Video Game Adaptation. Collider.com. ციტირების თარიღი: ივლისი 5, 2016.
  61. კარანიკასი, პიტერ. (ნოემბერი 25, 2014) Below the Line Bookings. Variety. ციტირების თარიღი: ნოემბერი 26, 2014.
  62. გალაგერი, ბრაიან. (იანვარი 18, 2016) 'Star Wars 8' Rewrites to Include More 'Force Awakens' Characters?. MovieWeb. ციტირების თარიღი: იანვარი 19, 2016.
  63. კლარკი, ნიკ. (იანვარი 28, 2016) Star Wars: Episode VIII among films facing delays as lighting technicians threaten revolt. The Independent. ციტირების თარიღი: იანვარი 29, 2016.
  64. ბრეზნიკანი, ენტონი. (თებერვალი 10, 2016) Star Wars: Episode VIII has started filming. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: თებერვალი 10, 2016.
  65. Star Wars Episode VIII Starts Shooting in Dubrovnik This Week. Croatia Week (მარტი 8, 2016). ციტირების თარიღი: მარტი 8, 2016.
  66. ჰარისი, დევიდ. (მარტი 26, 2016) Star Wars: Episode VIII Filming Update: Luke in a Casino, Poe takes Charge. Dork Side of the Force. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 5, 2016. ციტირების თარიღი: მარტი 26, 2016.
  67. ბარეტი, დევიდ. (მარტი 20, 2016) Star Wars Episode VIII returns to new locations in Ireland. The Telegraph. ციტირების თარიღი: მარტი 20, 2016.
  68. Star Wars: Malin Head locals feel the force of legendary film. BBC News (მაისი 13, 2016). ციტირების თარიღი: დეკემბერი 28, 2016.
  69. The Breathtaking Bolivian Salt Flats Play an Important Role in 'Star Wars: The Last Jedi' (დეკემბერი 15, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2017.
  70. რომანო, ნიკ. (ივლისი 22, 2016) Star Wars: Episode VIII director Rian Johnson announces end of production. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: ივლისი 22, 2016.
  71. ტრამბორი, დეივ (სექტემბერი 11, 2016). „Lupita Nyong'o Hasn't Shot Her 'Star Wars: Episode 8' Role Despite Rian Johnson Wrapping Production“. Collider. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 12, 2016. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2016.
  72. ევრი, მარკ. (თებერვალი 22, 2017) Star Wars: The Last Jedi Scene Shot in IMAX, Plus MORE Disney IMAX Releases. ComingSoon.net. ციტირების თარიღი: აგვისტო 22, 2017.
  73. რაიფი, ჯორდან. (დეკემბერი 13, 2017) Original 'Star Wars: The Last Jedi' Script Called for a 'Ridiculous Amount of Sets'.
  74. სკირეტა, პიტერ. (დეკემბერი 15, 2017) 'Star Wars: The Last Jedi' Has More Practical Creatures Than Any 'Star Wars' Film. /Film. ციტირების თარიღი: დეკემბერი 16, 2017
  75. მაკ-კლასკი, მეგან. (დეკემბერი 15, 2017) An All-Time Favorite Star Wars Character Makes an Epic Cameo in The Last Jedi. Time. ციტირების თარიღი: დეკემბერი 16, 2017
  76. რისმანი, აბრაამ. „Did You Catch the Brazil Reference in The Last Jedi?“. Vulture (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-30.
  77. დუმარაოგი, კარისა. (ივნისი 13, 2016) 'Star Wars: Episode 8' news: John Williams to score upcoming installment. Vine Report. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-13. ციტირების თარიღი: ივნისი 13, 2016.
  78. მაკ-კორმიკი, Rich. (აგვისტო 16, 2016) John Williams confirms he's working on the score for Star Wars: Episode VIII. The Verge. ციტირების თარიღი: აგვისტო 16, 2016.
  79. ბერლინგეიმი, ჯონ. (დეკემბერი 1, 2016) 'Fantastic Beasts' and 'The BFG' Tap into Magical Musical Worlds. Variety. ციტირების თარიღი: დეკემბერი 1, 2016.
  80. მაკ-კელანდი, კინან. (თებერვალი 21, 2017) John Williams Already Hard at Work Composing 'The Last Jedi'. Geek.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-04-08. ციტირების თარიღი: მარტი 22, 2017.
  81. როსი, უილიამ. (2:51 PM – 19 Jun 2017) I found a #Jedi! Incredible opportunity to meet the 1andonly @HamillHimself. Such a talented and kind person! #StarWars #lukeskywalkerpic.twitter.com/CI38UogTXG en. ციტირების თარიღი: 2017-12-30
  82. „Episode 69: Rian Johnson On The Music Of Star Wars & Other Movies“. audioBoom (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-12-30.
  83. Star Wars: The Last Jedi (2017), http://www.imdb.com/title/tt2527336/soundtrack. წაკითხვის თარიღი: 2017-12-30
  84. Records, Walt Disney. Star Wars: The Last Jedi Original Motion Picture Soundtrack From Oscar®-Winning Composer John Williams Available Today, December 15 en. ციტირების თარიღი: 2017-12-30
  85. ლუსიე, ჟერმეინ. (იანვარი 29, 2015) Disney CEO Confirms Release Years for 'Star Wars Episode VIII' and 'IX', Teases More Trilogies. /Film. ციტირების თარიღი: თებერვალი 1, 2015.
  86. ტრუიტი, ბრაიან. (მარტი 12, 2015) Star Wars: Episode VIII coming in May 2017. USA Today. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2015.
  87. მენდელსონი, სკოტ. (მარტი 12, 2015) First Star Wars Stand-Alone, Rogue One, Will Have Female Lead in Felicity Jones. Forbes. ციტირების თარიღი: მარტი 14, 2015.
  88. მაკ-კლინტოკი, პამელა. (იანვარი 20, 2016) Star Wars: Episode VIII Gets New Release Date. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: იანვარი 20, 2016.
  89. კაუჩი, აარონ. (იანვარი 24, 2017) 'Star Wars: The Last Jedi' Director Shares Look from Editing Bay. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: იანვარი 24, 2017.
  90. მენდელსონი, სკოტ. „How 'Star Wars: The Last Jedi' Is Preventing An 'Age Of Ultron'-Style Box Office Backlash“. Forbes. ციტირების თარიღი: დეკემბერი 6, 2017.
  91. Royal Albert Hall to roll out the red carpet for the European premiere of Star Wars: The Last Jedi. royalalberthall.com (ნოემბერი 21, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 8, 2017.
  92. მორანი, ლი. (სექტემბერი 5, 2017) New 'Star Wars' Postage Stamps Are 'Bleep Bloop' Beautiful. HuffPost. ციტირების თარიღი: სექტემბერი 17, 2017.
  93. Sensational licensed stamp packs for სექტემბერი. Australia Post (სექტემბერი 7, 2017). ციტირების თარიღი: სექტემბერი 17, 2017.
  94. ტარტალიონე, ნენსი. (დეკემბერი 19, 2017) 'The Last Jedi' Skyrockets To $231M Overseas, $451M Global Bow; 'Coco' Tops $450M WW – International Box Office. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  95. მაკნერი, დეივ. (დეკემბერი 17, 2017) Box Office: 'Star Wars: The Last Jedi' Hits $230 Million at International Box Office. Variety. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  96. ჰიუზი, მარკ. (დეკემბერი 12, 2017) Review: 'Star Wars The Last Jedi' Is A Gloomier, Flawed, But Ultimately Successful Sequel. Forbes. ციტირების თარიღი: დეკემბერი 13, 2017.
  97. 'Star Wars: The Last Jedi' Ticket Sales Crash Fandango. ComicBook.com (ოქტომბერი 9, 2017). ციტირების თარიღი: ოქტომბერი 9, 2017.
  98. დ'ალესანდრო, ენტონი. (ნოემბერი 22, 2017) 'Star Wars: The Last Jedi' Hits Tracking & A $200M Opening Would Come As No Surprise. Deadline.com. ციტირების თარიღი: ნოემბერი 22, 2017.
  99. 99.0 99.1 დ'ალესანდრო, ენტონი. (დეკემბერი 15, 2017) 'Star Wars: The Last Jedi' Thursday Night Previews Hit $45M. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  100. 100.0 100.1 დ'ალესანდრო, ენტონი. (დეკემბერი 17, 2017) 'The Last Jedi' Opening To $219M: How Disney Continues To Win With The 'Star Wars' Franchise. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 17, 2017.
  101. დ'ალესანდრო, ენტონი. (დეკემბერი 18, 2017) 'The Last Jedi' Opens To $220M & Will Send 2017 To $11B: How Disney Still Wins With 'Star Wars' Franchise – Monday Final. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  102. დ'ალესანდრო, ენტონი. (დეკემბერი 26, 2017) 'Last Jedi' Now At $99M, 'Jumanji' Huge At $72M+; 'All The Money in the World' Opens To $2.6M – Christmas Weekend. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 27, 2017.
  103. Single Day Records: High Grossing Movies on Christmas Day. Box Office Mojo. ციტირების თარიღი: დეკემბერი 27, 2017.
  104. ენტონი დ'ალესანდრო. (დეკემბერი 31, 2017) ‘Last Jedi’, ‘Jumanji’ Propelling 2017 Box Office To $11B+ Year – AM Update. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2017.
  105. დ'ალესანდრო, ენტონი. (დეკემბერი 12, 2017) The Global Box Office Awakens: 'Star Wars: The Last Jedi' Could Power To $440M Opening. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 12, 2017.
  106. ტარტალიონე, ნენსი. (დეკემბერი 15, 2017) Star Wars: The Last Jedi' Awakens To Early $61M Overseas; $106M WW – International Box Office. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  107. 'Star Wars: The Last Jedi' Delivers Second Largest Opening Ever. Box Office Mojo.
  108. ტარტალიონე, ნენსი. (დეკემბერი 26, 2017) 'The Last Jedi' Rises To $750M Global; 'Jumanji' Swings in With $50M Overseas Bow – International Box Office. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 27, 2017.
  109. ტარტალიონე, ნენსი. (დეკემბერი 29, 2017) 'The Last Jedi' Blasts To $470M Overseas, Tops $934M In Global Box Office. Deadline.com. ციტირების თარიღი: დეკემბერი 29, 2017.
  110. Star Wars: The Last Jedi (2017). Rotten Tomatoes. ციტირების თარიღი: დეკემბერი 31, 2017.
  111. Star Wars: The Last Jedi reviews. Metacritic. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  112. ტეილორი, კრის. (დეკემბერი 20, 2017) 'Last Jedi' gets thumbs up from 89% of viewers, says new poll. Mashable. ციტირების თარიღი: დეკემბერი 21, 2017.
  113. ზაიცი, მეტ ზოლერ. Star Wars: The Last Jedi Movie Review (2017). Ebert Digital LLC (დეკემბერი 15, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 19, 2017.
  114. ტრევერსი, პიტერ (დეკემბერი 12, 2017). 'Star Wars: The Last Jedi' Review: This Is the Epic You've Been Looking For“. Rolling Stone. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  115. რეპერი, რიჩარდ (დეკემბერი 12, 2017). 'Star Wars: The Last Jedi' stays true to joys of the franchise“. Chicago Sun Times. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  116. 'Star Wars: The Last Jedi': Film Review“. The Hollywood Reporter. ციტირების თარიღი: დეკემბერი 18, 2017.
  117. „Will Gompertz reviews Star Wars: The Last Jedi“. BBC News. დეკემბერი 15, 2017. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  118. კერმოუდი, მარკ (დეკემბერი 17, 2017). „Star Wars: The Last Jedi review – May the eighth be with you“. The Observer. ISSN 0029-7712. ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  119. ბროუდი, რიჩარდ (დეკემბერი 12, 2017). 'Star Wars: The Last Jedi,' Reviewed“. The New Yorker. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  120. ტეილორი, კეიტ (დეკემბერი 12, 2017). „Review: The Last Jedi is weighed down by too many new additions“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: დეკემბერი 15, 2017.
  121. ტოტო, კრისტიან. As 'Star Wars' fans cheer, conservative film critics point out problems with 'Last Jedi'. The Washington Times (დეკემბერი 19, 2017). ციტირების თარიღი: დეკემბერი 20, 2017.
  122. კროლი, ჯასტინ. (სექტემბერი 12, 2017) 'Star Wars: Episode IX' Release date Moves to December 2019. Variety. ციტირების თარიღი: სექტემბერი 13, 2017.
  123. A Statement Regarding Star Wars: Episode IX. Starwars.com (სექტემბერი 5, 2017). ციტირების თარიღი: სექტემბერი 5, 2017.
  124. Star Wars: Episode IX May Tie Into The Prequel Trilogy. Cinemablend (ოქტომბერი 19, 2017).
  125. კროლი, ჯასტინ. (სექტემბერი 12, 2017) J.J. Abrams to Replace Colin Trevorrow as Director of 'Star Wars: Episode IX'. Variety. ციტირების თარიღი: სექტემბერი 12, 2017.