ვარსკვლავთა ნაკადი
ვარსკვლავთა ნაკადი — მოძრავი ვარსკვლავთა გროვა, ერთობლიობა ერთი და იმავე სივრცული სიჩქარის მქონე ვარსკვლავებისა. თუ ვარსკვლავთა ნაკადი გვიახლოვდება, მასში შემავალი ვარსკვლავების საკუთარი მოძრაობის მიმართულებანი თითქოსდა ერთი წერტილიდან — ე. წ. რადიანტიდან გამოდიან, თუ გვშორდება — ეს მოძრაობები მიმართულია ერთი წერტილის —ე. წ. ანტირადიანტისაკენ.
ვარსკვლავთა ნაკადებს ეკუთვნის ვარსკვლავთა ზოგიერთი ღია გროვა (ბაგები, ჰიადები, ხომლი და ა. შ.), რომლებიც მზის მახლობლადაა და ამის გამო ადვილად იძებნება მათი რადიანტი. მეორე მხრივ, ზოგიერთ ვარსკვლავთა ნაკადში, მაგალითად, დიდი დათვის თანავარსკვლავედის ნაკადში, ვარსკვლავთა სიმკვრივე რამდენჯერმე უფრო მცირეა, ვიდრე გალაქტიკური ფონისა, ე. ი. ამ ნაკადის ვარსკვლავები ვერ ჰქმნიან გროვებისათვის დამახასიათებელ მნიშვნელოვან სივრცულ შეჯგუფებას.
ის ფაქტი, რომ ვარსკვლავთა ნაკადში შემავალ ვარსკვლავებს ერთი და იგივე სივრცული სიჩქარე აქვს, მიუთითებს მათ საერთო წარმოშობაზე.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 309.