ვარსკვლავების აკადემია (საქართველო)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
”ვარსკვლავების აკადემიის” საკუთრივ ქართული ვერსიის ლოგო

„ვარსკვლავების აკადემია“ — კომპანია მაგთისა და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთობლივი პროექტი. საქართველოში აკადემიამ 2008 წლიდან აიღო გეზი. გადაცემის პროდიუსერი გიორგი ხაბურზანიაა. მაყურებელთა აქტივობის მაქსიმუმი (94,405 ხ.) პირველი სეზონის ფინალში დაფიქსირდა, მისი 37,5 პროცენტის (35,502 ხ.) მფლობელი დიტო ლაგვილავა გახდა. პროექტის მეორე სეზონი 2009 წლის 9 მარტს დაიწყო და იმავე წლის 26 აპრილს მოულოდნელად შეწყდა.

ფორმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 ახალგაზრდა მომღერალი გადის რთულ, დინამიურ, საინტერესო და დაბრკოლებებით აღსავსე გზას, რათა მიაღწიოს წარმატებას მუსიკალურ კარიერაში და ნამდვილ ვარსკვლავად იქცეს. ეს არ არის შოუ, რომელიც მთელ ყურადღებას მხოლოდ კონკურსანტის ვოკალურ ნიჭზე ამახვილებს. “ვარსკვლავების აკადემიაში” მთავარია ის, რაც ნამდვილ შოუბიზნესში ხდება. ახალბედა შემსრულებელმა უნდა შექმნას არა მარტო წარმატებული საკონცერტო ნომერი და ჰიტი, და დაიმსახუროს კრიტიკოსებისა და ჟიურის მოწონება, არამედ უნდა მიაღწიოს ნამდვილ კომერციულ წარმატებას.

“ვარსკვლავების აკადემია” არის შოუ, რომელიც მაყურებელს სთავაზობს დასრულებული სახის მუსიკალურ ნომერს, რომელიც მოიცავს როგორც ვოკალურ, ასევე კომპლექსურ ქორეოგრაფიულ და სხვა კომერციული სანახაობების ელემენტებს.

14 კვირის განმავლობაში “ვარსკვლავების აკადემიაში” მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესონი დარჩებიან.

პროექტს გრანდიოზული ფინალური კონცერტი დაასრულებს, რომელზეც შოუს ყველაზე დიდი ვარსკვლავი გამოვლინდება.

ვარსკვლავთა სახლი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

14 კონკურსანტი “ვარსკვლავების აკადემიის” სახლში ცხოვრობს. რეპეტიციებსაც იქვე განლაგებულ სტუდიებში გადიან. სამი თვის განმავლობაში მაყურებელი თვალს ადევნებს ახალგაზრდა მომღერლების სცენის მიღმა ცხოვრებას, რთული და ინტენსიური რეპეტიციების და მეცადინეობების ყველაზე საინტერესო დეტალებს...მათ თვალ წინ იხვეწება ესა თუ ის კონკურსანტი პროფესიული განვითარების გზაზე.

24 საათის განმავლობაში სამი თვის მანძილზე ახალგაზრდა მომღერლები ერთ სივრცეში მუშაობენ და ცხოვრობენ, ასე რომ, მაყურებელი შესაძლოა მათი მეგობრული, კონკურენტული და ხანდახან ინტრიგებით აღსავსე ურთიერთობების თვითმხილველიც გახდეს.

ყოველდღიური მიმოხილვა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველდღე, ორშაბათის გარდა, რუსთავი 2-ის ეთერში გადის “ვარსკვლავების აკადემიის” 35/40 წუთიანი დამონტაჟებული სერია, რომელიც რეალური შოუს ჟანრში მზადდება და კონკურსანტების პროფესიულ და პირად ცხოვრებას ასახავს. სერიები დინამიურია და მათში კონკურსანტების ყოველდღიური ცხოვრების მხოლოდ ყველაზე საინტერესო მომენტები შედის. დღის განმავლობაში ტელეკომპანია რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში სთავაზობს მაყურებელს ჩართვები სტუდენტების ბინიდან.

კონცერტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყოველ ორშაბათს, რუსთავი 2-ზე, 9 საათიანი კურიერის დასრულების შემდგომ მაყურებელს აკადემიის სტუდენტები საკონცერტო სანახაობას სთავაზობენ. 90 წუთიან გალა-კონცერტზე მონაწილეები დასრულებულ და სანახაობრივ მუსიკალურ ნომრებს რუსთავი 2-ის პირდაპირ ეთერში წარადგენენ. კონცერტს უძღვება ჟურნალისტი გიორგი ქორქია, მომღერალ სოფო ხალვაშთან ერთად.

ამ კონცერტზე შესრულებული ნომრების საფუძველზე ჟიური ყოველკვირეულად ირჩევს აკადემიიდან გარიცხვის 4 კანდიტატს, რომელთაგან ერთის გადარჩენის უფლება პედაგოგებს, და კიდევ ერთის - თავად კონკურსანტებს აქვთ. აკადემიიდან გარიცხვის ორი დარჩენილი კანდიდატიდან საუკეთესოს მაყურებელი ირჩევს, მთელი კვირის განმავლობაში შესაბამის ნომერზე დარეკვით და ეს-ემ-ესების გამოგზავნით.

პედაგოგები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელი/გვარი სფერო შენიშვნები
გეგა ფალავანდიშვილი  აკადემიის რექტორი სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მარკეტინგის მენეჯერი შეაფასებს კონკურსანტების ბიზნეს პოტენციალს და იზრუნებს იმაზე, რომ ჯერ კიდევ ყველასთვის უცნობი მომღერლები მომავალში გახდნენ არა მარტო პოპულარულები, არამედ კომერციულად წარმატებულებიც.
მანანა მორჩილაძე  მუსიკალური ხელმძღვანელი აკადემიის მუსიკალური ხელმძღვანელი შეურჩევს კონკურსანტებს რეპერტუარს და დაეხმარება მათ ვოკალური შესაძლებლობების გამოვლენა-დახვეწაში.
ნინო ჩაჩავა  ვოკალის პედაგოგი ვოკალის პედაგოგი შეასწავლის სტუდენტებს შერჩეულ რეპერტუარს და დაეხმარება მათ ტექნიკური სირთულეების დაძლევაში, ხარვეზების აღმოფხვრასა და შესრულების მანერის დახვეწაში.
ლიკა სიჭინავა  კონცერტმეისტერი კონცერტმეისტერის დახმარებით ახალბედა მომღერლები შეძლებენ საბოლოოდ დახვეწონ შერჩეული სიმღერები და საკონცერტო ნომრებს მისცენ დასრულებული სახე.
ტრისია ბრაუნი  ქორეოგრაფი აშშ-დან სპეციალურად მოწვეული ქორეოგრაფი ტრისია ბრაუნი მონაწილეებს დაადგმევინებს საკონცერტო ნომრებს, შეასწავლის მათ ცეკვას და სცენაზე მოძრაობას.
პროექტის პირველ სეზონზე აკადემიის ქორეოგრაფი ასევე აშშ-დან სპეციალურად მოწვეული ლორენ აუთლოუ იყო.
პაშა სადირინი  ცეკვის პედაგოგი “ექსტრა-ჯგუფის” ხელმძღვანელი ამერიკელ ქორეოგრაფთან ტრისია ბრაუნთან ერთად კონკურსანტებს დაეხმარება დადგმული ცეკვების შესწავლა-დამუშავებაში.
ირმა ყიფშიძე  აერობიკის პედაგოგი ყოველ დილით ავარჯიშებს სტუდენტებს აერობიკაში, რათა მათ მთელი დღის მანძილზე შეინარჩუნონ მხნეობა, კარგი განწყობა და მუდამ სასურველ ფორმაში იყვნენ.
ნანა მესხორაძე  ინგლისური ენის პედაგოგი ინგლისური ენის პედაგოგი ნანა მესხორაძე დაეხმარება სტუდენტებს ინგლისურენოვანი სიმღერების ტექსტების დამუშავებასა და სწორი გამოთქმის დახვეწაში.

ვარსკვლავების აკადემია 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აკადემიამ 2008 წლიდან აიღო გეზი. პროექტმა დიდი პოპულარობა მოიხვეჭა. მაყურებელთა გადაწყვეტილებით, პირველი ადგილი ახალგაზრდა მომღერალს, დიტო ლაგვილავას ერგო. მას მთავარი პრიზის სახით გადაეცა ბინა Dream Town-ში. მეორე ადგილზე ქეთი ორჯონიკიძე გავიდა. იგი გაემგზავრა ლონდონში, საერთაშორისო მუსიკის სკოლაში, ვოკალის შემსწავლელი კურსის გასავლელად. ამასთან ერთად პირველი და მეორე ადგილის მფლობელ კონკურსანტებს კომპანია მაგთის სახელით C კლასის უახლესი მერსედესები გადაეცათ.

ჟიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაზა შენგელია  (ჟიურის თავმჯდომარე)
  • "ისტერნ პრომოუშენის" დამფუძნელებელი სანდრო ბითაძე 
  • მუსიკოსი აჩიკო გულედანი 
  • სტუმარი

კონკურსანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საუკეთესო ხუთეული

კონკურსანტი შედეგი მაჩვენებელი
დიტო ლაგვილავა  გაიმარჯვა 35,502 ხმა 
კონკურსანტი შედეგი/მაჩვენებელი
ქეთი ორჯონიკიძე  მე-2 ადგილი. 30,027 ხმა 
მარიკო ებრალიძე  მე-3 ადგილი. 11,114 ხმა 
ანი სუბელიანი  მე-4 ადგილი. 10,226 ხმა 
მიშა სულუხია  მე-5 ადგილი. 7,536 ხმა 

სხვა

კონკურსანტი შენიშვნა
ბექა ბროლაძე 
გიო ჯალაღანია 
გიორგი ერგემლიძე 
ლევან დობაძიშვილი 
მარგო ლუჩკო 
მარი ბოლქვაძე 
ნათია მიქაძე 
ნიკა როყვა 
ნინო ღავთაძე 

ვარსკვლავების აკადემია 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქ. თბილისი. სანდრო ეულის ქუჩა. ყოფილი თბილზნიიეპის შენობა.

პროექტის მეორე სეზონი 2009 წლის 9 მარტს დაიწყო და იმავე წლის 26 აპრილს შეწყდა. ქალაქ თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე მდებარე ყოფილი თბილზნიიეპის 5 სართულიანი შენობა, სადაც ”ვარსკვლავების აკადემია” იყო განთავსებული, დილის 5 საათისკენ უცაბედად ჩამოინგრა. პროექტის ყველა მონაწილე გადარჩა. დაშავდა პროექტის რამდენიმე თანამშრომელი, ორი მათგანი კი დაიღუპა.

ჟიური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ზაზა შენგელია  (ჟიურის თავმჯდომარე)
  • მუსიკოსი ზაზა ხუციშვილი  (ჟიური დატოვა პროექტის შეჩერებამდე რამდენიმე ხნით ადრე)
  • მომღერალი აჩიკო გულედანი 
  • პროექტის მედია პარტნიორის, რადიო ”ფორტუნა + ”-ის წამყვანი გვანცა კილასონია 

კონკურსანტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუსიკალური ნაწყვეტები:
კონკურსანტი შენიშვნა
სოფო ტოროშელიძე 
ეკა ამირეჯიბი  
თემო საჯაია 
ალეკო ბერძენიშვილი 
ნესტან ჯიბლაძე 
ირაკლი გიგაშვილი 
ელენე კალანდაძე 
მეგი გოგოტიძე 
გოგა მესხი 
მაკუნა გოჩიაშვილი 
ნუცი ჯღამაძე 
ლევან ჯიბლაძე 
გიორგი ფოჩხუა 
ვაჟა მანია 

პროექტის პარტნიორები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სეზონი 1[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი

სხვა

სეზონი 2[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძირითადი

სხვა

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]