ვაროშა
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
ვაროშა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 35°06′39″ ჩ. გ. 33°57′13″ ა. გ. / 35.11083° ჩ. გ. 33.95361° ა. გ. |
| ცენტრის სიმაღლე | 1 მეტრი |
| მოსახლეობა | 226 (2011) |
ვაროშა (ბერძ. Βαρώσια, თურქ. Maraş) — კვიპროსის ქალაქ ფამაგუსტის უბანი. თურქეთის ინტერვენციამდე იყო პოპულარული ტურისტული ადგილი, შემდეგ კი გახდა „ქალაქი-მოჩვენება“. იმყოფება დაცვის ქვეშ, ტურისტებისთვის ღიაა ყოველდღე 8:00 სთ-დან 17:00 საათამდე.
1960-იან და 1970-იან წლებში ფამაგუსტა იყო კვიპროსის მთავარი ტურისტული ცენტრი. ტურისტების მზარდი რაოდენობის გამო, ქალაქში აშენდა მრავალი ახალი სასტუმრო და ტურისტული ობიექტი, განსაკუთრებით ბევრი მათგანი გაჩნდა ვაროშაში. 1970 წლიდან 1974 წლამდე პერიოდში ქალაქი იყო თავისი პოპულარობის პიკზე. ვარსკვლავებს შორის, რომლებმაც ის მოინახულეს, იყვნენ ელიზაბეთ ტეილორი, რიჩარდ ბარტონი, რეკელ უელჩი და ბრიჟიტ ბარდო.[1] ვაროშაში განთავსებული იყო ბევრი თანამედროვე სასტუმრო, ხოლო მის ქუჩებში მდებარეობდა დიდი რაოდენობით გასართობი დაწესებულებები, ბარები, რესტორნები და ღამის კლუბები. ვაროშის ერთ-ერთი სასტუმრო ამოქმედდა მხოლოდ სამი დღით ადრე, სანამ მოსახლეობა ქალაქს დატოვებდა.[2]. ვაროშის სასტუმრო კომპლექსების ნაწილი დღემდე იურიდიულად მსოფლიოს 20 ქვეყნის მოქალაქეების კერძო საკუთრებას წარმოადგენს.
1984 წელს გაერომ რეზოლუციით მოითხოვა ქალაქის თავის კონტროლის ქვეშ გადაცემა და განაცხადა, რომ მხოლოდ თავდაპირველ მაცხოვრებლებს შეეძლოთ ქალაქში დაბრუნება და დასახლება.[3][4]
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ shalw. (2020-07-31) The abandoned town in Cyprus where celebrities used to frolic en-US. ციტირების თარიღი: 2020-11-13[მკვდარი ბმული]
- ↑ Варламов, Илья. (2012-03-11) Фамагуста, город-призрак. Живой Журнал. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-25. ციტირების თარიღი: 2020-10-10.
- ↑ Fırat, Hande. (5 October 2022) Public buildings to be opened in Varosha: Tatar - Türkiye News en. ციტირების თარიღი: 5 October 2022
- ↑ Hooper, Richard; Venema, Vibeke (14 January 2014). „Varosha: The abandoned tourist resort“. BBC News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 12 April 2020.
- ↑ Turkish Army opens fenced-off Famagusta beach exclusively to Turkish nationals & Turkish-Cypriots!. Cyprus Tourism, 30.08.2017. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2021. ციტირების თარიღი: 25 March 2020