ვარნის ყურე
იერსახე
| ვარნის ყურე | |
|---|---|
| ზოგადი ინფორმაცია | |
| ტიპი | ყურე |
| უდიდესი სიღრმე | 18 მ |
| მარილიანობა | 17 ‰ |
ვარნის ყურე (ბულგ. Варненски залив) — შავი ზღვის ყურე ბულგარეთის სანაპიროზე. ხმელეთში იჭრება 3 კმ-ზე. შესასვლელთან სიგანე 7 კმ აღწევს. სიღრმე 10-18 მ. მკაცრ ზამთარში იყინება. ჩრდილოეთი და სამხრეთი ნაპირები ამაღლებულია, დასავლეთი — დადაბლებული. ვარნის ყურესთან სანაოსნო არხით დაკავშირებულია ვარნისა და ბელოსლავის ტბები. ვარნის ყურეში მდებარეობს ქალაქი და პორტი ვარნა.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ვარნის ყურე — სტატია დიდი საბჭოთა ენციკლოპედიიდან (რუსული)